აშშ-ის სენატის არჩევნები ნევადაში (2018)
აშშ-ის სენატის არჩევნები ნევადაში ჩაივლის 2018 წლის 6 ნოემბერს, სენატში ნევადის ორი წარმომადგენლიდან ერთის არჩევისთვის.
| ||||||
| ||||||
|
მოქმედი სენატორი რესპუბლიკური პარტიიდან, დინ ჰელერი, განიხილავდა კენჭისყრას ნევადის გუბერნატორობისთვის, თუმცა, გადაწყვიტა კვლავ ეყარა კენჭი სენატისთვის. ნევადა არის ერთადერთი შტატი 2018 წლის შუალედურ არჩევნებში, რომელსაც ჰყავს მოქმედი რესპუბლიკელი სენატორი და რომელშიც 2016 წელს ჰილარი კლინტონმა გაიმარჯვა.[1][2]
კანდიდატობაზეგანაცხადის შეტანის ბოლო ვადა იყო 2018 წლის 16 მარტი, ხოლო პრაიმერი ჩატარდა 2018 წლის 12 ივნისს.[3]
სიტუაცია არჩევნებამდე
რედაქტირებათავის დროზე, ნევადა განიხილებოდა როგორც ე.წ Swing State, რომელიც უფრო რესპუბლიკური პარტიისკენ იხრებოდა. ასე, ჯორჯ ბუშმა შტატში 2000 და 2004 წლების არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა. სიტუაცია შეიცვალა 2008 წლის შემდეგ. იქიდან მოყოლებული, ნევადა დემოკრატიული პარტიისკენ იხრება. 2012 წლის არჩევნებში ბარაკ ობამამ შტატში რესპუბლიკელ ოპონენტზე 7 პროცენტით მეტი ხმა მიიღო, თუმცა, ამავე დროს, სენატორად აირჩიეს რესპუბლიკელი დინ ჰელერი. ამჟამად, დინ ჰელერი ითვლება „საფრთხეში მყოფ“ სენატორად, რაც ნიშნავს, რომ არჩევნებში მისი დამარცხების რისკი საკმაოდ დიდია. დონალდ ტრამპმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ჰელერი დამარცხდებოდა, თუ რესპუბლიკელები ვერ მოახერხებდნენ ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტის (იგივე Obamacare') გაუქმებას.
რესპუბლიკელთა პრაიმერი
რედაქტირებაკანდიდატები
რედაქტირებამონაწილეობას იღებენ
რედაქტირება- შერი ბრუქსი
- სარა გაზალა
- ვიკ ჰარელი
- ტომ ჰექი
- დინ ჰელერი
იღებდა მონაწილეობას, მაგრამ მოხსნა კანდიდატურა
რედაქტირებაუარი თქვა მონაწილეობაზე
რედაქტირებამხარდამჭერები
რედაქტირებადინ ჰელერის
რედაქტირება- დონალდ ტრამპი — აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი
- მაიკ პენსი — აშშ-ის 48-ე პრეზიდენტი
- სუზან კოლინზი — სენატორი მენის შტატიდან
დენი თარკანიანის
რედაქტირება- სარა პეილინი — ალასკას ყოფილი გუბერნატორი, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი
- სტივ ბენონი — პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, Breitbart News-ის აღმასრულებელი თავმჯდომარე
გამოკითხვები
რედაქტირებაშედეგები
რედაქტირება- დინ ჰელერი — 99,47 (69.96%)
- ტომ ჰექი — 26,291 (18.49%)
- არც ერთი ამ კანდიდატებიდან — 5,975 (4.20%)
- შერი ბრუქსი — 5,144 (3.62%
- სარა გაზალა — 4,011 (2.82%
- ვიქ ჰარელი — 1,282 (0.90%)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Hagar, Ray. (May 5, 2016) Sen. Heller Considers Run For Governor In 2018. Nevada News & Views. ციტირების თარიღი: November 25, 2016.
- ↑ Rindels, Michelle. (November 25, 2016) Fresh off 2016 losses, Democrats target 2018 Senate races. Nevada Appeal. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 26, 2016. ციტირების თარიღი: November 25, 2016.
- ↑ „United States Senate election in Nevada, 2018 - Ballotpedia“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: March 3, 2017.