აღსთაფის საზავო შეთანხმება

აღსთაფის საზავო შეთანხმებასაქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას შორის. გაფორმდა ქ. აღსთაფაში (აზერბაიჯანი) 1920 წლის 12 ივნისს.

შეთანხმებით დასრულდა ხანმოკლე სასაზღვრო კონფლიქტი აზერბაიჯანში 1920 წლის აპრილში დამყარებულ საბჭოთა რეჟიმის ჯარებსა (ფაქტობრივად საბჭოთა რუსეთის მე-11 არმია) და საქართველოს ჯარებს შორის. საქართველოს მთავრობამ უარი თქვა აზერბაიჯანის დამხობილი მუსავატური ხელისუფლების სამხედრო დახმარებაზე. საბჭოთა მთავრობამ კი ვალდებულება იკისრა საზღვრიდან გაეყვანა თავისი სამხედრო ნაწილები, რომელთა შეტევა წარმატებით მოიგერა საქართველოს ჯარმა 1920 წლის მაისში. აღსტაფის ხელშეკრულებამ მეტი სიცხადე შეიტანა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრების გამიჯვნაში. საზღვარი რუსეთის იმპერიის დროინდელ თბილისისა და განჯის გუბერნიების გამყოფ ადმინისტრაციულ ხაზზე გაევლო, მაგრამ მხარეები კვლავ ვერ შეთანხმდნენ ზაქათალის ოლქზე. საკითხის გადაწყვეტა საარბიტრაჟო კომისიას მიენდო.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება