აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის

აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD)საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, რათა განავითაროს პოლიტიკური აქტორების შესაძლებლობები, გააუმჯობესოს პოლიტიკური და საარჩევნო გარემო და გააძლიეროს დემოკრატიული პოლიტიკური კულტურა, რომელიც მიიღწევა პოლიტიკური პარტიებისა და დემოკრატიული მოძრაობების მხარდაჭერის პროგრამების მეშვეობით, ქალთა, ახალგაზრდებისა და უმცირესობების მონაწილეობის გასაზრდელად არსებული მრავალმხრივი დიალოგისა და დემოკრატიის სკოლების საქმიანობის გზით. ორგანიზაცია დაარსდა 2017 წელს[1].

აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის
შეიქმნა 2017
სტატუსი ორგანიზაცია
ტიპი სამოქალაქო საზოგადოების საერთაშორისო ორგანიზაცია
მიზანი დემოკრატია, განათლება, ადამიანის უფლებები, გენდერი, ეროვნული უმცირესობები, პოლიტიკური განვითარება
შტაბ-ბინა თბილისი
ემსახურება რეგიონს აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი
აღმასრულებელი დირექტორი ლევან ცუცქირიძე
ყოფილი სახელი ნიდერლანდების ინსტიტუტის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოს ოფისი
ოფიციალური ვებგვერდი

პროგრამები რედაქტირება

პოლიტიკური პარტიების პროგრამა მიზნად ისახავს პარტნიორი პოლიტიკური პარტიებისა და დემოკრატიული მოძრაობების მხარდაჭერას სტრატეგიული დახმარების, ტექნიკური მხარდაჭერისა და გამოცდილების გაზიარების მეშვეობით. პროგრამა მხარს უჭერს ქართულ და უკრაინულ პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებს ინსტიტუციური შესაძლებლობების სტრატეგიულ ანალიზში და მიზნად ისახავს დაეხმაროს მათ შიდაპარტიული დემოკრატიის განვითარებაში. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პოლიტიკასა და პოლიტიკურ პარტიებში ქალთა მონაწილეობასა და მარგინალიზებული თემების გაძლიერებას. ამავდროულად, ხდება ახალი პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციების პილოტირება, რომლის მიზანია პოლიტიკურ პარტიებს დაეხმაროს პოლიტიკურ ცხოვრებაში მოქალაქეებისა და მათი მხარდამჭერების მონაწილეობის ხარისხის გაუმჯობესებაში[2]

პოლიტიკური განათლება რედაქტირება

EECMD განათლების საშუალებით დემოკრატიის ლიდერების გაძლიერებას, საჯარო ანგარიშვალდებულების ზრდას და მაღალგანვითარებული საზოგადოების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ამ პროგრამის ამოცანაა დემოკრატიის საკითხებზე განათლების მეშვეობით შექმნას აქტიურ მოქალაქეთა ქსელი, რომელიც შეძლებს დემოკრატიული ცვლილებებისა და განვითარების კატალიზატორი გახდეს[3].

დემოკრატიის სკოლები რედაქტირება

დემოკრატიის სკოლები ინტენსიური, არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამაა ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, მედიის, პოლიტიკური პარტიების, აკადემიური წრეების წარმომადგენლების, წარმატებული სტუდენტებისა და თანამედროვე დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული აქტიური მოქალაქეებისთვის. დემოკრატიის სკოლის პროექტი 2011 წლის შემოდგომაზე თელავში დაიწყო. ხუთთვიანი პროექტის დასრულების შემდეგ პროგრამის გეოგრაფიული არეალი გაფართოვდა. 2012 წლიდან დემოკრატიის სკოლებმა ფუნქციონირება ქუთაისში, გორსა და ბათუმში დაიწყო. 2017 წლიდან კი ჩამონათვალს უკრაინის ქალაქები ლვოვი, ოდესა და პოლტავა შეემატა. 2018 წლიდან კი დემოკრატიის სკოლების პროგრამა თბილისსა და პანკისშიც ხორციელდება.


სასწავლო პროგრამის გარდა, დემოკრატიის სკოლა ერთგვარი სამოქალაქო კლუბია, რომლის კურსდამთავრებულებსაც ორგანიზაცია საშუალებას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ მცირე გრანტების კონკურსში, ერთობლივ კონფერენციებსა თუ სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებში. სკოლის მსმენელები EECMD-ის კურსდამთავრებულთა ქსელში წევრიანდებიან, რომელთა რიცხვი უკვე ექვსასს აჭარბებს. ეს მზარდი გაერთიანებაა, რომელიც ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე საზოგადოების ინფორმირების, ადვოკატირებისა და გაერთიანებული ძალისხმევის გზით საზოგადოებრივი მნიშვნელობის პრაქტიკულ პროექტებზე მუშაობს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება