აღმოსავლეთი ფრიზის კუნძულები

აღმოსავლეთი ფრიზის კუნძულები (გერმ. Ostfriesische Inseln) — კუნძულთა ჯგუფი ჩრდილოეთის ზღვაში, აღმოსავლეთ ფრიზიის და ქვემო საქსონიის სანაპიროებთან. ეკუთვნის გერმანიას. კუნძულები გარშემორტმყულ ზღვასთან ერთად (დაახლოებით 5%) ვადენზეეს ეროვნული პარკის ნაწილს შეადგენენ. ფართობი 134,35 კმ². 2008 წლის 31 დეკემბრის აღწერის მიხედვით მოსახლეობა უდრის 16,837 ადამიანს. აღმოსავლეთ ფრიზის კუნძულები შეიცავს 7 დასახლებულ კუნძულს. ესენია: ბორკუმი, იუსტი, ნორდერნაი, ბალტრუმი, ლანგეოოგი, შპიკეროოგი, ვანგეროოგე. მის შემადგენლობაშია აგრეთვე 5 დაუსახლებელი კუნძული. ტერიტორიის დიდ ნაწილში აკრძალულია ავტომობილებით გადაადგილება. გამონაკლისს მხოლოდ მჭიდროდ დასახლებული კუნძულები შეადგენენ. აღმოსავლეთი ფრიზის კუნძულებთან მისვლა შესაძლებელია მხოლოდ ბორანით.

აღმოსავლეთი ფრიზის კუნძულები
Eastfrisianmap.png
გეოგრაფია
მდებარეობა ჩრდილოეთის ზღვა
კოორდინატები 53°44′ ჩ. გ. 7°25′ დ. გ. / 53.733° ჩ. გ. 7.417° დ. გ. / 53.733; -7.417
ფართობი 134,35 კმ²
დემოგრაფია
მოსახლეობა 16,837 (2008)

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება