აღდგომის წმინდა ტაძრის განახლების სახელობის ტაძარი (ვაგანკოვის სასაფლაო)
აღდგომის წმინდა ტაძრის განახლების სახელობის ტაძარი (რუს. Храм Воскресения Словущего) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვის ისტორიულ ცენტრში. ტაძარი დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალურ ადმინისტრაციულ ოლქში პრესნენის რაიონში.
აღდგომის წმინდა ტაძრის განახლების სახელობის ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 55°46′06″ ჩ. გ. 37°33′13″ ა. გ. / 55.76833° ჩ. გ. 37.55361° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | მოსკოვი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვარი(ები) | ათანასე გრიგორიევი |
ხუროთმოძღვრული სტილი | ამპირი |
თარიღდება | XVII საუკუნე |
ეკლესიის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია აღდგომის წმინდა ტაძრის განახლების სახელზე. ეგვტერები წმინდა თეოდორ სიკეოტის[1], იოანე V მოწყალეს, ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და წმინდა აკვილინას სახელზე.
ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.
ისტორია
რედაქტირებააღდგომის წმინდა ტაძრის განახლების სახელობის ტაძრის საფუძველი ჩაყარეს 1819 წელს, ხის იოანე მოწყალის სახელობის ხის ეკლესიის ახლოს, რომელიც აგებული იყო 1773 წელს, რომლის ადგილზეც ამჟამად როტონდა მდებარეობს. პროექტზე მუშაობდა არქიტექტორი ათანასე გრიგორიევი. მშენებლობა მიმდინარეობდა 12 წლის მანძილზე.
1831 წლის 26 სექტემბერს მიტროპოლიტმა ფილარეტმა აკურთხა ახალი ტაძრის მთავარი საკურთხეველი აღდგომის წმინდა ტაძრის განახლების სახელზე.
მთავარი შენობა აგებულია ამპირის სტილში, რომელიც რუსული კლასიციზმის ნიმუშია არქიტექტურაში. ეკლესიის შესასვლელი გაფორმებულია ორსვეტიანი თეთრი ქვის პორტიკით.
1864 წელს აღდგომის წმინდა ტაძრის განახლების სახელობის ტაძარი გააფართოვეს და მიაშენეს კიდევ ორი ეგვტერი. ჩრდილოეთისა აკურთხეს იოანე მოწყალის სახელზე, ხოლო სამხრეთის ეგვტერი თეოდორ სიკეოტის სახელზე. ტაძარში ასევე იყო ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელობის და მოწამე აკვილინას სახელობის ეგვტერებიც.
ტაძარი არასოდეს არ დახურულა, ოქტომბრის რევოლუციის შემდეგაც კი იგი ღია იყო მორწმუნეებისათვის. 1922 წელს ბოლშევიკების მიერ საეკლესიო ფასეულობების დატაცების ფარგლებში, მოახდინეს დაახლოებით 18 ფუთი ოქროსა და ვერცხლის საეკლესიო ჭურჭლის ნაციონალიზაცია. 1925 წლიდან 1944 წლამდე ეკლესია ობნოველცების ხელში იყო. 1945 წელს ეკლესია გადაეცა მოსკოვის საპატრიარქოს.
2018 წლის თებერვალში ეკლესიის შენობა გადაეცა რუსეთის მართლმადიდებლ ეკლესიას[2].