აქშიირაქი (იგივე აქ-შიირაქი, ყირგ. ак шыйрак — თეთრჩლიქა (ცხვარზე), თეთრ წინდებში (ცხენზე)) — მთიანეთი ტიან-შანის მთათა სისტემაში ყირგიზეთის ტერიტორიაზე. იგი ქმნის წყალგამყოფს მდინარე ნარინისა და აქსუს მდინარეთა აუზებს შორის. გადაჭიმულია დაახლოებით 50 კილომეტრზე. უმაღლესი წერტილის სიმაღლეა 5126 მ. აგებულია მეტამორფული ფიქლებით, კირქვებითა და გრანიტებით. წარმოადგენს ტიან-შანის გამყინვარების მნიშვნელოვან ცენტრს: გამყინვარების მთლიანი ფართობია 439 კმ², 59 მყინვარიდან ყველაზე გამორჩეულია პეტროვის მყინვარი, რომელიც მდინარე ნარინის სათავეს წარმოადგენს. გაბატონებულია მაღალმთის სუბნივალური და გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტები.

აქშიირაქი
კოორდინატები: 41°52′33″ ჩ. გ. 78°25′34″ ა. გ. / 41.87583° ჩ. გ. 78.42611° ა. გ. / 41.87583; 78.42611
ქვეყანა ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი
სიმაღლე 5126 
სიგრძე 50 კმ
აქშიირაქი — ყირგიზეთი
აქშიირაქი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება