აქა გუნდუზი (თურქ. Aka Gündüz; ნამდვილი სახელი — ენის ავნი) (დ. 1885 — გ. 7 ნოემბერი, 1958)— თურქი მწერალი. სამხედრო მოსამსახურის შვილი. ლექციებს ისმენდა პარიზის ნატიფ ხელოვნებათა სკოლასა და სორბონში. მონაწილეობა მიიღო 1908 წლის ახალგაზრდა თურქების რევოლუციაში. 1932—1946 წლებში იყო ეროვნული კრების დეპუტატი, 1912 წელს გამოსცა ლექსთა პირველი კრებული „განადგურება“. მის რომანებში, პიესებში, პუბლიცისტურ წერილებში ასახულია გლეხობის ყოფა-ცხოვრება. მოგვიანებით აქა გუნდუზის შემოქმედებაში გაჩნდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის თემაც (რომანები „დიქმენის ვარსკვლავი“, „1928“, „უცნობი ჯარისკაცი“, „1930“). რომანები „დედინაცვალი“, „ამ მიწის ქალიშვილები“, „სამი მეგობარი გოგონა“ ეხება სოციალურ-ეთიკურ პრობლემებს. იბრძოდა სალიტერატურო ენის გამარტივებისა და დემოკრატიზაციისთვის.

აქა გუნდუზი
დაბადების თარიღი 1885
დაბადების ადგილი სალონიკი, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 7 ნოემბერი, 1958(1958-11-07)
გარდაცვალების ადგილი ანკარა
საქმიანობა მწერალი, პოლიტიკოსი, დრამატურგი, კომპოზიტორი და ჟურნალისტი
მოქალაქეობა  ოსმალეთის იმპერია
 თურქეთი
ალმა-მატერი Kuleli Military High School

ლიტერატურა რედაქტირება