აფხაზეთის ეპიგრაფიკული ძეგლები

აფხაზეთის ეპიგრაფიკული ძეგლები მოიცავს სხვადასხვა ენაზე შესრულებულ ისტორიულ წარწერებს, რომელიც დღევანდელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერტორიაზეა შემონახული. შემორჩენილია ბერძნულ, ქართულ და თურქულ ენებზე შესრულებული ნიმუშები.

ბერძნული წარწერების რიცხვი 22-მდეა და, ძირითადად, IX საუკუნემდეა შესრულებული. მათი უმრავლესობა განეკუთვნება დასავლეთ საქართველოში ბიზანტიის პოლიტიკური და კულტურული ჰეგემონობის ხანას.

თურქულ ენაზე შემორჩენილი 6 ეპიგრაფიკული ძეგლიდან უძველესი, ვინმე მეჰმედის წარწერა, 1598 წლით თარიღდება. შემორჩენილია ასევე ჯირხვასა და ჭლოუს წარწერები (XVIII ს.), მეჰმედ ემინის (1785 წ.), ბათალ-ბეი მარშანიასა და ხასან ბეი შერვაშიძის (XIX ს.) წარწერები.

აფხაზეთის წერილობითი ძეგლების უმრავლესობა ქართულ ენაზეა შესრულებული. რეგიონში აღრიცხულია 100-ზე მეტი ქართული წარწერა, როგორც ლაპიდარული, ასევე ფრესკული და ჭედური. მათგან 15-მდე ეპიგრაფიკული ძეგლი იხსენიებს აფხაზთა მეფეთა სახელებს. დაახლოებით 30 ქართული წარწერა შემონახულია ბედიის, ბიჭვინთის, წებელდისა და ილორის ტაძრებისადმი შეწირულ ხატებზე. აფხაზთა მეფეების სახელთან დაკავშირებული ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების მეორე მნიშვნელოვანი ჯგუფია ის წარწერები, რომლებიც თანამედროვე აფხაზეთის ფარგლებს გარეთ მდებარეობს: სამეგრელოში, ქართლში, იმერეთსა და ჯავახეთში.

თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე შემორჩენილ მნიშვნელოვან ქართულ წარწერებს განეკუთვნება:

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება