აფხაზეთის ასსრ-ის V მოწვევის უმაღლესი საბჭო

აფხაზეთის ასს რესპუბლიკის V მოწვევის უმაღლესი საბჭოაფხაზეთის ასსრ-ის მეხუთე მოწვევის უმაღლესი წარმომადგენლობითი და საკანონმდებლო ორგანო 1959-1963 წლებში.

ისტორია რედაქტირება

1959-1963 წლების განმავლობაში სულ ჩატარდა აფხაზეთის ასსრ-ის V მოწვევის უმაღლესი საბჭოს რვა სესია.

მმართველი რგოლი რედაქტირება

აფხაზეთის ასსრ-ის V მოწვევის უმაღლესი საბჭოს ხელმღვანელობა შემდგენაირად დაკომპლექტდა:

აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე — გიორგი ალექსის ძე ძიძარია;
აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარის მოადგილე — ოლღა პავლეს ასული პახომოვა;
აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარის მოადგილე — პეტრე ნესტორის ძე ცანავა.

აფხაზეთის ასსრ-ის V მოწვევის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი შემდგენაირად დაკომპლექტდა:

აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე — ბაგრატ ვასილის ძე შინკუბა;
აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავჯდომარის მოადგილე — დიმიტრი ანდრიას ძე ხვარწკია;
აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავჯდომარის მოადგილე — აკაკი ამბროსის ძე ძაძუა;
აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი — მეჯითი მუსტაფას ძე არგუნი;
აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრები: მიხეილ თემურის ძე ბღაჟბა, ანტონინა გაბრიელის ასული ბელხოვენკო, ასტიკო კონსტანტინეს ძე გვარამია, ნადეჟდა იასონის ასული ჯახუა, ელენე დიმიტრის ასული ლაზარიდი, სუმბათ იოსების ძე მარკარიანი და მურმან ერასტოს ძე შაუთიძე[1].

სესიები რედაქტირება

I სესია რედაქტირება

აფხაზეთის ასსრ-ის V მოწვევის უმაღლესი საბჭოს I სესია მოწვეულ იქნა 1959 წლის 8 აპრილს სოხუმის დრამატული თეატრის შენობაში.

პირველი (8 აპრილს დილის) სხდომა გაიმართა. დეპუტატ დ. ხვარწკიას წინადადებით სხდომა გახსნა უხუცესმა დეპუტატმა ანდრია ჭოჭუამ.

დეპუტატ ა. ჭოჭუას სიტყვის შემდეგ უმაღლესი საბჭო შეუდგა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარისა და თავჯდომარის მოადგილეების არჩევნებს. აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა დეპუტატი გ. ა ძიძარია, თავჯდომარის მოადგილეებად — დეპუტატები ო.პ პახომოვა და პ. ნ. ცანავა.

აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ მიიღო შემდეგი დღის წესრიგი:

  1. აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს სამანდატო კომისიის არჩევა;
  2. აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს მუდმივი კომისიების არჩევა;
  3. აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის არჩევა;
  4. აფხაზეთის ასსრ-ის მთავრობის — აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს შექმნა.

აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა რწმუნებების შესამოწმებლად აირჩა სამანდატო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

  1. სამანდატო კომისიის თავმჯდომარე — ა. ნ. ბაღათურია;
  2. სამანდატო კომისიის წევრები: ი. გ. ამიჩბა, ვ. ე. გორლოვა, დ. გ. გოგობერიშვილი, მ. ნ. ხვინგია, შ. ხ. ავიძბა და ნ. ი. წურწუმია.

შესვენების შემდეგ მოხსენებით გამოვიდა სამანდატო კომისიის თავმჯდომარე ა. ნ. ბაღათურია. დეპუტატ დ. მ. ჯიჭონაიას წინადადებით უმაღლესმა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა, რომ აღიარებულ იქნას ყველა დეპუტატის რწმუნებანი, ხოლო აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობა გამოცხადდეს დასრულებულად.

შემდეგ, აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭო გადავიდა მუდმივი კომისიების არჩევის საკითხის განხილვაზე.

აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ აირჩია საკანონმდებლო განზრახულობათა კომისია 7 კაცის ოდენობით:

  1. კომისიის თავმჯდომარე ნ. რ. აკაბა;
  2. კომისიის წევრები: გ. ს. სემიონოვი, ა. ო. კრიმლიანი, ხ. ა. ავიძბა, შ. ა. ნაჭყებია, ვ. ა. ჩერვონოვა, დ. ლ. ერქვანია.

აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ აირჩია საბიუჯეტო კომისია 9 კაცის შემადგენლობით:

  1. კომისიის თავმჯდომარე თ. მ. ქეცბა;
  2. კომისიის წევრები: ვ. თ. მიხაილენკო, ვ. ო. კობახია, გ. დ. ჩაჩიბაია, დ. შ. აძინბა, ლ. ა. ელექჩიანი, ნ. ბ. კემულარია, ლ. ვ. ლოჩოშვილი და ს. ა. ავერი.

აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს მრეწველობისა და ტრანსპორტის კომისია აირჩია 7 კაცის შემადგენლობით.

აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს სასოფლო-სამეურნეო კომისია აირჩია 7 კაცის შემადგენლობით.

აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს განათლებისა და კულტურის კომისია აირჩია 7 კაცის შემადგენლობით.

აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კომისია აირჩია 7 კაცის შემადგენლობით.

მუდმივი კომისიების არჩევის შემდეგ უმაღლესი საბჭო შეუდგა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს შექმნას. დეპუტატ მ. გ. ჩიქოვანს დაევალა მინისტრთა კაბინეტის სიის წარდგენა.

უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა პრეზიდიუმის შემადგენლობა, შემდეგ კი მ. ჩიქოვანის მიერ წარმოდგენილი აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს კაბინეტი.

ამით დაამთავრა მუშაობა აფხაზეთის ასსრ-ის მეხუთე მოწვევის პირველმა სესიამ[2].

პრეზიდიუმის ბრძანებულებები რედაქტირება

II სესია რედაქტირება

აფხაზეთის ასსრ-ის V მოწვევის უმაღლესი საბჭოს II სესია მოწვეულ იქნა 1959 წლის 29 ივნისს სოხუმის დრამატული თეატრის შენობაში.

პირველი (29 ივნისს დილის) სხდომა გაიმართა 11 საათზე. სესია გახსნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დეპუტატმა გ. ძიძარიამ.

სესიამ მიიღო შემდეგი დღის წესრიგი:

  1. აფხაზეთის ასსრ-ში ცხოვრებასთან სკოლის კავშირის განმტკიცებისა და სახალხო განათლების სისტემის შემდგომი განვითარების შესახებ;
  2. აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებათა დამტკიცება.

დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, სესია გადავიდა მის პირველი საკითხის განხილვაზე. აღნიშნულის თაობაზე სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის განათლების მინისტრი, დეპუტატი გ. ჩუკბარი. სესიამ დაავალა საკანონმდებლო წინადადებათა და განათლებისა და კულტურის კომისიებს განიხილონ პროექტი კანონისა „აფხაზეთის ასსრ-ში ცხოვრებასთან სკოლის კავშირის განმტკიცებისა და სახალხო განათლების სისტემის შემდგომი განვითარების შესახებ“. მოხსენების გარშემო თემაზე კამათში გამოსული იყვნენ დეპუტატები: ხ. ავიძბა, პ. ცანავა, ვ. მიხაილენკო, ა. ძაძუა, ე. ამიჩბა, ნ. ჯახუა, ზ. მაგბა, მ. ხვინგია, ი. ამიჩბა, მ. კაბლიცკი, ა. ოტირბა, შ. ბასილაია და ა. გვარამია. კამათის დასასრულს, დეპუტატ ნ. აკარბას წინადადებით სესიამ ერთხმად მიიღო კანონი „აფხაზეთის ასსრ-ში ცხოვრებასთან სკოლის კავშირის განმტკიცებისა და სახალხო განათლების სისტემის შემდგომი განვითარების შესახებ“.

შემდეგ სესია გადავიდა დღის წესრიგის მეორე საკითხის განხილვაზე — აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებათა დამტკიცებაზე. ამ საკითხზე მოხსენებით გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი, დეპუტატი მ. არგუნი. სესიამ ერთხმად დაამტკიცა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებები.

დასასრულს, აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გ. ძიძარიამ სესიის დღის წესრიგი ამოწურულად გამოაცხადა.

ამით დაამთავრა მუშაობა აფხაზეთის ასსრ-ის მეხუთე მოწვევის მეორე სესიამ[3].

პრეზიდიუმის ბრძანებულებები რედაქტირება

III სესია რედაქტირება

აფხაზეთის ასსრ-ის V მოწვევის უმაღლესი საბჭოს III სესია მოწვეულ იქნა 1959 წლის 10 დეკემბერს სოხუმის დრამატული თეატრის შენობაში.

პირველი (10 დეკემბერს დილის) სხდომა გაიმართა 11 საათზე. სესია გახსნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დეპუტატმა გ. ძიძარიამ.

სესიამ მიიღო შემდეგი დღის წესრიგი:

  1. აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო მეურნეობის განვითარების 1960 წლის სახელმწიფო გეგმა;
  2. აფხაზეთის ასსრ-ის 1960 წლის ბიუჯეტი და 1958 წლის ბიუჯეტის შესრულება;
  3. პროექტი კანონისა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის გამოწვევის წესის შესახებ.

სესიამ დაიწყო დღის წესრიგის პირველი საკითხის განხილვა. სიტყვა მოხსენებისათვის აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო მეურნეობის განვითარების 1960 წლის სახელმწიფო გეგმის შესახებ მიეცა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო საგეგმო კომისიის თავმჯდომარეს დეპუტატ ლ. ნაზაძეს.

შემდეგ უმაღლესმა საბჭომ მოისმინა აფხაზეთის ასსრ-ის ფინანსთა მინისტრის დეპუტატ დ. ჯიჭონაიას მოხსენება აფხაზეთის ასსრ-ის 1960 წლის ბიუჯეტი და 1958 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ. შემდეგ მოსმენილ იქნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს საბიუჯეტო კომისიის თავჯდომარის დეპუტატ თ. ქეცბას თანამოხსენება.

უმაღლესმა საბჭომ დაიწყო აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო მეურნეობის განვითარების სახელმწიფო გეგმისა და ბიუჯეტის განხილვა. კამათში გამოვიდნენ დეპუტატები: ე. ამიჩბა, გ. ჩუკბარი, ა. ძაძუა, ვ. მიხაილენკო, შ. გოგოხია და ვ. კობახია.

ამით დაამთავრა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დილის სხდომა[4].

მეორე (10 დეკემბერს საღამოს) სხდომა გაიმართა 8 საათზე.

საღამოს სხდომაზე გაგრძელდა კამათი აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო მეურნეობის განვითარების სახელმწიფო გეგმისა და ბიუჯეტის მოხსენებათა გამო. კამათში მონაწილეობა მიიღეს დეპუტატებმა: ვ. კვარჭელიამ, მ. ხვინგიამ, გ. ჯოხთაბერიძემ, ი. ამიჩბამ, ი. ინალ-იფამ, შ. ჯალაღონიამ, გ. არძინბამ და შ. თოდუამ.

საბოლოო სიტყვებით გამოვიდნენ აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო საგეგმო კომისიის თავმჯდომარე დეპუტატი ლ. ნაზაძე და აფხაზეთის ასსრ-ის ფინანსთა მინისტრის დეპუტატ დ. ჯიჭონაია.

აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა ერთხმად მიიღეს კანონი აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო მეურნეობის განვითარების 1960 წლის სახელმწიფო გეგმის შესახებ და კანონი აფხაზეთის ასსრ-ის 1960 წლის ბიუჯეტის შესახებ. სესიამ დაამტკიცა ანგარიში აფხაზეთის ასსრ-ის 1958 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ.

სესია შეუდგა დღის წესრიგის მესამე საკითხის განხილვას — პროექტი კანონისა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის გამოწვევის წესის შესახებ. მოხსენება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გააკეთა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო განზრახულობათა კომისიის თავმჯდომარემ დეპუტატმა ნ. აკაბამ. მოხსენების გარშემო კამათში გამოვიდნენ დეპუტატები: ნ. ტრაფში, გ. ჭაჭია და ი. ქვარცხავა.

კამათის შეწყვეტის შემდეგ უმაღლესმა საბჭომ ერთხმად მიიღო კანონი „აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის გამოწვევის წესის შესახებ“.

დასასრულს, აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გ. ძიძარიამ სესიის დღის წესრიგი ამოწურულად გამოაცხადა.

ამით დაამთავრა მუშაობა აფხაზეთის ასსრ-ის მეხუთე მოწვევის მესამე სესიამ[5].

პრეზიდიუმის ბრძანებულებები რედაქტირება

IV სესია რედაქტირება

პრეზიდიუმის ბრძანებულებები რედაქტირება

V სესია რედაქტირება

აფხაზეთის ასსრ-ის V მოწვევის უმაღლესი საბჭოს V სესია მოწვეულ იქნა 1961 წლის 16 იანვარს სოხუმის დრამატული თეატრის შენობაში.

პრეზიდიუმის ბრძანებულებები რედაქტირება

VI სესია რედაქტირება

აფხაზეთის ასსრ-ის V მოწვევის უმაღლესი საბჭოს VI სესია მოწვეულ იქნა 1962 წლის 15 იანვარს სოხუმის დრამატული თეატრის შენობაში.

პრეზიდიუმის ბრძანებულებები რედაქტირება

VII სესია რედაქტირება

აფხაზეთის ასსრ-ის V მოწვევის უმაღლესი საბჭოს VII სესია მოწვეულ იქნა 1962 წლის 30 ივლისს სოხუმის დრამატული თეატრის შენობაში.

პრეზიდიუმის ბრძანებულებები რედაქტირება

1963 წლის 21 მარტს

აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის ასსრ მშრომელთა დეპუტატების რაიონული, საქალაქო, სასოფლო და სადაბო საბჭოების არჩევნები დაინიშნა 1963 წლის 17 მარტს[6].

VIII სესია რედაქტირება

აფხაზეთის ასსრ-ის V მოწვევის უმაღლესი საბჭოს VIII სესია მოწვეულ იქნა 1963 წლის 28 იანვარს სოხუმის დრამატული თეატრის შენობაში.

პირველი (28 იანვარს დილის) სხდომა გაიმართა 11 საათზე. სესია გახსნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დეპუტატმა გ. ძიძარიამ.

სესიამ მიიღო შემდეგი დღის წესრიგი:

  1. აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო მეურნეობის განვითარების 1963 წლის სახელმწიფო გეგმა;
  2. აფხაზეთის ასსრ-ის 1963 წლის ბიუჯეტი და 1961 წლის ბიუჯეტის შესრულება;
  3. აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებათა დამტკიცება.

მეორე (28 იანვარს საღამოს) სხდომა გაიმართა 8 საათზე.

ამით დაამთავრა მუშაობა აფხაზეთის ასსრ-ის მეხუთე მოწვევის მესამე სესიამ[7].

პრეზიდიუმის ბრძანებულებები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Стенографический отчет [Текст] / Заседание Верховного Совета Абхаз. АССР пятого созыва (первая сессия) 8 апр. 1959 г. - Сухуми : Верховный Совет Абхаз. АССР, 1959.
  • Стенографический отчет [Текст] / Заседания Верховного Совета Абхаз. АССР пятого созыва (третья сессия) 10 дек. 1959 г. - Сухуми : [б. и.], 1960.
  • Стенографический отчет [Текст] / Заседания Верховного Совета Абхаз. АССР пятого созыва (пятая сессия) [16 янв. 1961 г.]. - Сухуми : [б. и.], 1961.
  • Стенографический отчет [Текст] / Заседания Верховного Совета Абхаз. АССР пятого созыва (шестая сессия) 15 янв. 1962 г. - Сухуми : [б. и.], 1962.
  • Стенографический отчет [Текст] / Заседания Верховного Совета Абхаз. АССР пятого созыва (седьмая сессия) 30 июля 1962 г. - Сухуми : [б. и.], 1962.
  • Стенографический отчет [Текст] / Заседания Верховного Совета Абхаз. АССР пятого созыва (восьмая сессия) 28 янв. 1963 г. - Сухуми : [б. и.], 1963.
  • აფხაზეთის ასსრ მეხუთე მოწვევის უმაღლესი საბჭოს სხდომები, პირველი სესია, 1959 წლის 8 აპრილი : სტენოგრაფიული ანგარიში. - სოხუმი : [აფხაზეთის ასსრ] სახელგამი, 1959 (საქმთავარპოლიგრაფგამომც. სტ. ქ. სოხუმში).
  • აფხაზეთის ასსრ მე-5 მოწვევის უმაღლ. საბჭოს სხდომები (მე-3 სესია), 1959 წლის 10 დეკემბერი : სტენოგრაფიული ანგარიში. - სოხუმი : აფხაზ. ასსრ უმაღლ. საბჭ. გამოც., 1960 (საქმთავარპოლიგრაფგამომც. სტ. ქ. სოხუმში).
  • სტენოგრაფიული ანგარიში, 1962 წლის 15 იანვარი. - სოხუმი : აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭო, 1962 (საქმთავარპოლიგრაფგამომც. სტ. ქ. სოხუმში).
  • სტენოგრაფიული ანგარიში (30 ივლისი). - სოხუმი : აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭო, 1962 (ქ. სოხუმის სტ).

სქოლიო რედაქტირება

  1. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №71 (5837), 10 აპრილი, 1959
  2. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №71 (5837), 10 აპრილი, 1959
  3. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №127 (5893), 30 ივნისი, 1959
  4. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №242 (6008), 11 დეკემბერი, 1959
  5. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №242 (6008), 11 დეკემბერი, 1959
  6. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №242 (6008), 11 დეკემბერი, 1959
  7. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №20 (6858), 29 იანვარი, 1963