აფერდიტა ვევეჩკა პრიფტაი

აფერდიტა ვევეჩკა პრიფტაი (ალბ. Afërdita Veveçka Priftaj; დ. 21 იანვარი, 1948 — გ. 4 ივლისი, 2017)ალბანელი ფიზიკოსი, ალბანეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი და ტირანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი. თავის კვლევით საქმიანობაში იგი სპეციალიზირებული იყო ლითონებში, მათი მიკროსტრუქტურისა და მექანიკური თვისებების შეფასებაში, ასევე ნანოკრისტალურ მასალებზე მძიმე პლასტიკური დეფორმაციის ზემოქმედებაზე.[1]

აფერდიტა ვევეჩკა პრიფტაი
მშობლიური სახელი Afërdita Veveçka Priftaj
დაბადების თარიღი 21 იანვარი, 1948
ბერატი, ალბანეთი
გარდაცვალების თარიღი 4 ივლისი, 2017 (69 წლის)
ვენა, ავსტრია
ეროვნება ალბანელი
მოქალაქეობა ალბანეთის დროშა ალბანეთი
პროფესია ფიზიკოსი, მეცნიერი
აქტიური 1970–2017

ადრეული წლები რედაქტირება

აფერდიტა ვევეჩკა დაიბადა 1948 წლის 21 იანვარს ალბანეთის  ქალაქ ბერატში.  გაიზარდა განათლებულ ოჯახში. 1970 წელს დაამთავრა ფიზიკის ფაკულტეტი ტირანის უნივერსიტეტში.უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კითხულობდა ლექციებს ფიზიკის ფაკულტეტზე, ასევე აგრძელებდა საკუთარ სამეცნიერო კვლევას. 1982 წელს დაიცვა დისერტაცია სათაურით "ალუმინის და მისი შენადნობების სტრუქტურული ცვლილებების შესწავლა თერმული და პლასტიკური დამუშავების დროს ელექტრონული მიკროსკოპის გამოყენებით"(ალბ. Studimi i ndryshimeve strukturore të aluminit dhe lidhjeve të tij, gjatë përpunimit termik e plastik, me anë të mikroskopisë elektronike) და მიიღო დოქტორის ხარისხი.[2][3]

კარიერა რედაქტირება

1990 წელს ვევეჩკა  ტირანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ფიზიკის მასწავლებლად მიიღეს. ოთხი წლის შემდეგ იგი გახდა ასოცირებული პროფესორი, ხოლო 1999 წელს სრული პროფესორი. სწავლებისა და კვლევის   მთავარ ობიექტს წარმოადგენდა   მასალების, კერძოდ ლითონების  შესწავლა, მათი მიკროსტრუქტურა და მექანიკური თვისებები.შემდეგ სწავლა გააგრძელა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში ლოს ანჯელესში (1993) , კემბრიჯის უნივერსიტეტში (1994), სამეფო ტექნოლოგიებისს ინსტიტუტში (1997-1998) და სტავანგერის უნივერსიტეტში (2003), ასევე  გერმანიის, ირლანდიის, იტალიის და პოლონეთის უნივერსიტეტებში, ვევეჩკამ შეისწავლა მძიმე პლასტიკური დეფორმაციის ეფექტი ნანოკრისტალურ მასალებზე. იგი კოორდინაციას უწევდა სამეცნიერო პროექტებს კვლევისა და განვითარების ეროვნული პროგრამისთვის, მონაწილეობას იღებდა  ალბანეთის ერთობლივ კვლევით პროექტებში სხვა ქვეყნებთან. მათ შორის, ავსტრიასთან, საბერძნეთთან, იტალიასთან და სლოვენიასთან. პროექტებს შორის, რომლებსაც ის ხელმძღვანელობდა, იყო ერთობლივი   ალბანურ-ბერძნული კვლევა  ალბანეთის და საბერძნეთის პრეისტორიული სპილენძის ობიექტების  და  ალბანურ-იტალიური კვლევა "ლითონის შენადნობების მარცვლების ზომის დახვეწა თანაბარი არხის დაჭერის საშუალებით."[4]

1995 -დან  2004 წლამდე ვევეჩკა მუშაობდა ჟურნალ Material Science and Engineering -ის რედაქტორად . 2008 წელს იგი აირჩიერ ალბანეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად  და გახდა ბუნებრივ და ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური ჟურნალის რედაქტორი. 2012 წელს ვევეჩკა დაასახელეს იმ ექსპერტებს შორის, რომლებიც  ევროკავშირის საუნივერსიტეტო განათლების ტრანსევროპული მობილობის პროგრამის (TEMPUS) მე-6 სესიაზე საერთო მოქმედების  კრიტერიუმებს აფასებდნენ.[5]

გარდაცვალება რედაქტირება

აფერდიტა ვევეჩკა გარდაიცვალა  მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 2017 წლის 4 ივლისს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში.[1]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 "Ndahet nga jeta fizikantja dhe akademikja e njohur shqiptare" [The Albanian physicist and academician has departed from life]. Gazeta Epavarura (in Albanian). Berat, Albania. 7 July 2017. Archived from the original[მკვდარი ბმული] on 19 October 2018. Retrieved 20 October 2018.
  2. Akademik Asociuar Afërdita Veveçka" [Academic associate Afërdita Veveçka]. akad.gov.al (in Albanian). Tirana, Albania: Academy of Sciences of Albania. 2017. Archived from the original on 20 October 2018. Retrieved 20 October 2018.
  3. "Materials & Surface Science Institute: Presentation by Professor Aferdita Vevecka-Priftaj". ul.ie. Limerick, Ireland: University of Limerick. 6 June 2012. Archived from the original on 20 October 2018. Retrieved 20 October 2018.
  4. Deda, Antoneta; Mulaj, Tatjana (23–25 May 2005). "Women in Physics in Albania: Problems, Progress and Plans". In Hartline, Beverly Karplus; Michelman-Ribeiro, Ariel (eds.). AIP Conference Proceedings. Women in Physics: 2nd IUPAP International Conference on Women in Physics, Rio de Janeiro (Brazil). Vol. 795. College Park, Maryland: American Institute of Physics. pp. 83–84. doi:10.1063/1.2128274. ISBN 0-7354-0278-7.
  5. "CV: Afërdita Veveçka Priftaj" (PDF). akad.gov.al (ალბან.). Tirana, Albania: Academy of Sciences of Albania. 2017. Archived from the original (PDF) on 19 October 2018. Retrieved 20 October 2018.