აუგუსტუსბურგისა და ფალკენლუსტის სასახლეები

აუგუსტუსბურგისა და ფალკენლუსტის სასახლეები (გერმ. Schlösser Augustusburg und Falkenlust), მდებარეობს გერმანიის ქალაქ ბრიულში. 1984 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. სასახლეები ერთმანეთთან დაკავშირებულია ვრცელი ბაღებით.

აუგუსტუსბურგისა და ფალკენლუსტის სასახლეები*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 50°49′39″ ჩ. გ. 6°54′29″ ა. გ. / 50.82750° ჩ. გ. 6.90806° ა. გ. / 50.82750; 6.90806
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1984  (მე-8 სესია)
ნომერი 288
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
ფალკენლუსტის სასახლე
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 288
ინგლ.რუს.ფრ.

სასახლეები XVIII საუკუნის დასაწყისში, კიოლნის არქიეპისკოპოს კლემანს ავგუსტ ბავარიელის მიერ აიგო. აუგუსტუსბურგის სასახლის მთავარ ნაწილს U-ს ფორმა აქვს და შედგება სამი სართულისა და ორდონიანი სხვენისგან. საუცხოო კიბეები ბალთაზარ ნეიმანის მიერაა დაპროექტებული. ბაღები დააპროექტა დომინიკ გირარდმა.

ფალკენლუსტის სასახლე 1729 - 1740 წლებში, ამალიენბურგის სანადირო სახლის სტილში აიგო.

მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული 1994 წლამდე, აუგუსტუსბურგის სასახლე გერმანიის პრეზიდენტის მიერ სტუმრების მისაღებად გამოიყენებოდა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება