ატომური თეორიაქიმიასა და ფიზიკაში სამეცნიერო თეორია მატერიის ბუნების შესახებ, რომელიც ადგენს, რომ მატერიაშედგება დისკრეტული (წყვეტილი) ერთეულებისაგან, რომელსაც ატომები ეწოდება. მსგავსი ფილოსოფიურიკონცეფცია ანტიკურ საბერძნეთში ჩამოყალიბდა და სამეცნიერო წრეებში აქტიური განხსილვის საგნად იქცა XIX სუაკუნეში, როდესაც ქიმიის სფეროში აღმოჩენებმა აჩვენა, რომ მატერიის ქცევა ამ უკანასკნელის ატომებისგან შემადგენლობაზე მიუთითებს.

ატომისთანამედროვე თეორიული მოდელი

სიტყვა ატომი ძველი ბერძნული ზედსართავიდან, atomos მომდინარეობს და განუყოფელს ნიშნავს.[1] XIX საუკუნეში ქიმიკოსებმა ტერმინის გამოყენება შეუქცევადი ქიმიური ელემენტების რაოდენობის ზრდასთან ერთად დაიწყეს. XX საუკუნის დამდეგს ელექტრომაგნიტური და რადიოაქტიური ექსპერიმენტების კვალდაკვალ, ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ „განუყოფელი ატომი“ სინამდვილეში სუბატომური ნაწილაკების (ელექტრონების ნეიტრონებისა და პროტონების) კონგლომერატს წარმოადგენდა, რომელთაც ერთმანეთისგან განცალკევებულად არსებობა შეუძლიათ.

მას შემდეგ რაც მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ატომის დაყოფა შესაძლებელია, შემოიღეს ტერმინი „ელემენტარული ნაწილაკი“, რათა “განუყოფელი“, ატომის ურღვევი ნაწილები აღეწერათ. სამეცნიერო დარგს, რომელიც სუბატომურ ნაწილაკებს სწავობს ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა ეწოდება. ამ სფეროში მოღვაწე ფიზიკოსები იმედოვნებენ, რომ მატერიის ფუნდამენტურ ბუნებას გამოიკვლევენ.

ისტორია რედაქტირება

ფილოსოფიური ატომიზმი რედაქტირება

მატერიის, როგორც დისკრეტული ერთეულის იდეა ძალიან ძველია და საბერძნეთისა და ინდოეთის ანტიკურ კულტურებში ჩნდება. სიტყვა „ატომი“ (atomos) „განყოფელს“ ნიშნავს და სოკრატემდელი ფილოსოფოსების, ლევკიპისა და მისი მოსწავლის, დემოკრიტეს (ძვ.წ. 460 - 370 წწ.) მიერაა შემოღებული.[2][3][4][5] დემოკრიტე ფიქრობდა, რომ ატომები რაოდენობის მხრივ უსასრულო იყო და ობიექტების ხარისხი მისი შემადგენელი ატომებით იყო განსაზღვრული.[3][4][5] დემოკრიტეს ატომიზმი გადაამუშავეს გვიანი საბერძნეთის ფილოსოფოსებმა,მათ შორის ეპიკურემ (ძვ.წ. 341-270) და რომაელმა ეპიკურიანელმა პოეტმა, ლუკრეციუსმა (ძვ.წ. 99-55).[4][5] ადრეულ შუა საუკუნეებში ატომიზმის იდეები დასავლეთ ევროპის უმეტეს ნაწილში დაივიწყეს, მაგრამ ისლამისტურ ფილოსოფიურ ჯგუფებში შემორჩა.[4] XII საუკუნეში არისტოტელეს ნაწერების ხელახლა აღმოჩენის შემდეგ დასავლეთ ევროპაში ატომიზმის იდეები ხელახლა აღმოაჩინეს.[4]

XIV საუკუნეში ლუკრეციუსის De rerum natura-სა და დიოგენე ლაერტელის ნაშრომის გამოჩენილი ფილოსოფოსების ცხოვრება და მოსაზრებები აღმოჩენის შემდეგ, რომლებშიც ატომიზმის იდეები იყო ჩამოყალიბებული, ამ საკითხისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაღრმავდა. მიუხედავად იმისა, რომ ატომიზმი ეპიკურიანელების ფილოსოფიასთან ასოცირდებოდა, რომელიც ორთოდოქსულ ქრისტიანულ სწავლებებს ეწინააღმდეგებოდა, ევროპელი ფილოსოფოსების უმრავლესობამ ატომიზმის იდეები მაინც არ მიიღო. ფრანგმა კათოლიკე მღვდელმა პიერ გასენდიმ (1592 - 1655) ეპიკურიანული ატომიზმი განიხილა და შეეწინააღმდეგა. მისი აზრით, ატომი ღმერთის მიერ იყო შექმნილი და მუდმივი არაა..[4][5] განსედის მიერ ჩამოყალიბებულ იდეებს საფრანგეთში პოპულარიზაცია გაუწია რანსუა ბერნიემ (1620-1688), ხოლო ინგლისში ნატურ-ფილოსოფოსმა უოლტერ ჩარლტონმა (1619-1707). ქიმიკოსმა რობერტ ბოილმა (1627-1691) და ფიზიკოსმა ისააკ ნიუტონმა(1642-1727) ატომიზმის იდეები დაიცვეს და XVII საუკუნის ბოლოს ატომიზმის იდეები სამეცნიერო საზოგადოებების ნაწილისთვის მისაღები აღმოჩნდა.[4]

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  • Atomism by S. Mark Cohen.
  • Atomic Theory - detailed information on atomic theory with respect to electrons and electricity.

სქოლიო რედაქტირება

  1. Berryman, Sylvia, "Ancient Atomism", Stanford Encyclopedia of Philosophy (Fall 2008 Edition), Edward N. Zalta (ed.) [1]
  2. Pullman, Bernard (1998) The Atom in the History of Human Thought. Oxford, England: Oxford University Press, გვ. 31–33. ISBN 978-0-19-515040-7. 
  3. 3.0 3.1 Kenny, Anthony (2004). Ancient Philosophy, A New History of Western Philosophy. Oxford, England: Oxford University Press, გვ. 26–28. ISBN 0-19-875273-3. 
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 Pyle, Andrew (2010). „Atoms and Atomism“, The Classical Tradition. Cambridge, Massachusetts and London, England: The Belknap Press of Harvard University Press, გვ. 103–104. ISBN 978-0-674-03572-0. 
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 (2017) Handbook of Categorization in Cognitive Science, Second, Amsterdam, The Netherlands: Elsevier, გვ. 427. ISBN 978-0-08-101107-2.