ასტერიქსი ჰელვეციაში
„ასტერიქსი ჰელვეციაში“ (ფრანგ. „Astérix chez les Helvètes“) — რიგით მე-16 წიგნი ასტერიქსის შესახებ კომიქსების სერიაში. მასში მოთხრობილი ისტორიების ავტორია რენე გოსინი, ხოლო მხატვარი — ალბერ უდერზო. კომიქსი იბეჭდებოდა ჟურნალში Pilote (1970, გამოშვებები 557-578), ხოლო ალბომის სახით გამოიცა იმავე წელს, გამომცემლობის Hachette მიერ.
„ასტერიქსი ჰელვეციაში“ | |
---|---|
„Astérix chez les Helvètes“ | |
![]() | |
გამომცემელი | Hachette |
გამოცემის თარიღი | 1970 |
სერიიდან | ასტერიქსი |
გვერდი | 48 |
გუნდი | |
ტექსტის ავტორ(ებ)ი | რენე გოსინი |
მხატვარი(ები) | ალბერ უდერზო |
პირველი გამოცემა | |
პირველად გამოიცა | ჟურნალი Pilote |
გამოცემა | 557-578 |
გამოცემის თარიღები | 1970 |
ენა | ფრანგული |
ISBN | ISBN 2-01-210148-8 |
ქრონოლოგია | |
წინა | „უთანხმოება“ (1970) |
შემდეგი | „ღმერთების მიწა“ (1971) |
სიუჟეტის მიხედვით, რომის გუბერნატორი ატარებს რეიდებს, ვინაიდან მისი ქვეშევრდომები მხოლოდ ერთობიან გარყვნილი წვეულებებით. ერთ-ერთ ასეთს, კლაუდიუს მალოსინუსს, წამლავენ მას შემდეგ, რაც აღმოჩნდება, რომ მისი ქრთამებით გაჩუმება რთულია. გალები კვესტორის დასახმარებლად მიდიან და შვეიცარიაში ყვავილ ედელვაისის საძებნელად მიემგზავრებიან, რომლის ნახარშმა კვესტორს უნდა უშველოს.