ასპინძის მუნიციპალიტეტის გერბი
(გადამისამართდა გვერდიდან ასპინძის გერბი)
ასპინძის მუნიციპალიტეტის გერბი — ასპინძის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
ასპინძის მუნიციპალიტეტის გერბი | |
---|---|
დეტალები | |
დამტკიცდა | დამტკიცებულია ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №11 დადგენილებით, 18 მაისი, 2011 წ. |
გვირგვინი | სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი |
ფარი | 8 მეწამული ჯვარი, სამეფო ოქროს გვირგვინი, ოქროს გრაგნილი და ოქროს კვერთხი |
ფარმჭერები | ვერცხლ-მეწამული ბაფთა |
დევიზი | ასპინძა |
აღწერილობა
რედაქტირებაგერბის ფარის ოქროს ველზე მოთავსებულია მცირე ფარი თანმხლები 8 მეწამული ჯვრით (3-2-3), მცირე ფარის მეწამულ ველზე გამოსახულია სამეფო ოქროს გვირგვინი, ხოლო მის ქვემოთ ერთმანეთზე ჯვარედინად დადებული ოქროს გრაგნილი და ოქროს კვერთხი.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი — „ასპინძა“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება