ასკალონ მაგრაქველიძე
ასკალონ მაგრაქველიძე (დ. 10 აპრილი, 1912, თბილისი, საქართველო — გ. 1988) — ქართველი მსახიობი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1958).
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ქალაქ თბილისში. 1928 წელს სწავლობდა რუსთაველის თეატრთან არსებულ სტუდიაში. მალევე იგი რუსთაველის თეატრშიც მიიწვიეს. დიდი წარმატება მას ს. ახმეტელის სპექტაკლ „თეთნულდში“ ხვდა 1932 წელს, სადაც ბაქირმის როლს თამაშობდა. ა. მაგრაქველიძე სხვადასხვა წლებში ფოთისა (1933-1948) და სოხუმის (1948-1958) თეატრებშიც მუშაობდა. მისი ნათამაშები როლენიდან გამოსარჩევია: ერემია წარბა (გ. წერეთელი „სამი სიცოცხლე“), ურიელი (კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა“), ოთარ ბეგი (ა. სუმბათაშვილი „ღალატი“), გოდუნი(ბ.ლავრენოვი „ღალატი“), ოსმან აღა (დ. ჭონქაძე „სურამის ციხე“), ოიდოპოსი (სოფოკლე ოიდოპოსის მეფე) და სხვა. ა. მაგრაქველიძემ ფილარმონიაში მუშაობა 1959 წელს დაიწყო და ხალხის წინაშე როგორც მკითხველ-მსახიობი წარსდგა.
აღსამიშნავია მისი მუსიკალურ-ლიტერატურული ნაწარმოებები: ვაჟა-ფშაველა, გალაკტიონ ტაბიძე, მწერალი და პედაგოგი იაკობ გოგებაშვილი, ვანო სარაჯიშვილი, ერის მამა-ილია ჭავჭავაძე და ა. შ.[1]
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირება- 1954 — აფხაზეთის ასსრ სახალხო არტისტი
- 1958 — საქართველოს დამსახურებული არტისტი[2]
გამოყენებული ლიტერატურა
რედაქტირება- ხელოვნების კალენდარი : თეატრი, მუსიკა, კინო, თბ., 1992, გვ. 47-48