ჰაფეზ ასადი

(გადამისამართდა გვერდიდან ასადი, ჰაფეზ)

ჰაფეზ ასადი (არაბ. حافظ الأسد დ. 6 ოქტომბერი, 1930, კარდახა, სირია — გ. 10 ივნისი, 2000, დამასკო, სირია) — სირიელი სახელმწიფო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, სირიის პრეზიდენტი (1971–2000), პრემიერ-მინისტრი (1970–1971), პარტია ბაასის რეგიონული სარდლობის სირიის რეგიონული განყოფილების მდივანი, პარტია ბაასის გენერალური მდივანი (პროსირიული ფრაქცია) (1970–2000), სირიის თავდაცვის მინისტრი (1966–1972), გენერალი.

ჰაფეზ ასადი
ჰაფეზ ასადი
სირიის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 მარტი, 1971 – 10 ივნისი, 2000
წინამორბედიაჰმად ალ-ხათიბი
მემკვიდრეაბდულ ჰალიმ ხადამი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
21 ნოემბერი, 1970 – 3 აპრილი, 1971
წინამორბედინურედინ ალ-ათასი
მემკვიდრეაბდელ რაჰმან ხლეიფაუი

სირიის თავდაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
23 თებერვალი, 1966 – 1972
წინამორბედიმუჰამად უმრანი
მემკვიდრემუსტაფა ტლასი

დაბადებული6 ოქტომბერი, 1930
კარდახა, სირია
გარდაცვლილი10 ივნისი, 2000 (69 წლის)
დამასკო, სირია
პოლიტიკური პარტიაბაასი
მამაალი სულეიმან ასადი
მეუღლეანისა ალ-ასადი
შვილებიბასილი, ბაშარი, მეჯიდი და მაჰერი
განათლებაჰომსის სამხედრო აკადემია, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო აკადემია.
რელიგიამუსულმანი-ალავიტი
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჰაფეზ ასადი დაიბადა 1930 წლის 6 ოქტომბერს სოფელ კარდახაში, ალავიტების ოჯახში. 9 წლის ასადმა მიატოვა მშობლიურ სოფელი და სწავლა დაიწყო სოფელში, იგი თავისი ოჯახობიდან პირველი ადამიანი იყო, რომელმაც სწავლა გადაწყვიტა. სკოლის დასრულების შემდეგ ჰაბფეზ ასადს უნდოდა შესულიყო ბეირუთის წმინდა იაკობის უნივერსიტეტში და დაუფლებოდა ექიმის პროფესიას, მაგრამ მამამისს არ აღმოაჩნდა შვილის სწავლისათვის საკმარისი თანხა. ამის გამო, 1950 წელს იგი შევიდა ჰომსის სამხედრო აკადემიაში, აქ იგი გაეცნო მომავალ თავდაცვის მინისტრ მუსტაფა ტლასს. 1955 წელს ჰაფეზ ასადმა მიიღო ლეიტენანტის სამხედრო წოდება. სწავლის პერიოდში მოიგო საუკეთესო მფრინავის პრიზი და გააგზავნეს მეზეს სამხედრო აეროპორტში დამასკოსთან ახლოს.

1954 წელს სამხედრო გადატრიალების პერიოდში შეიარაღებული ძალები დაიშალა, სამხედრო გადატრიალებამ დაამხო ადიბ შიშექლის ხელისუფლება და ქვეყნის სათავეში დააბრუნა სამოქალაქო პრეზიდენტი ჰაშიმ ალ-ათასი, რომელიც 1955 წელს შეცვალა შუქრი კუათლიმ. ბაასის პარტიამ ანტიდასავლური იდეოლოგიის წინააღმდეგობის ხარჯზე დაახლოება დაიწყო კომუნისტურ პარტიებთან. 1955 წელს ჰაფეზ ასადი გააგზავნეს ეგვიპტეში ექვსთვიან წვრთნაზე. სუეცის კრიზისის დროს მან განახორციელა სადაზვერვო ფრენები ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი სირიის თავზე. 1957 წელს ასადი გაიგზავნა სსრკ-ში, სადაც შეისწავლა მიგ-17-ის პილოტირება.

1958 წელს ეგვიპტემ და სირიამ ჩამოაყალიბეს გაერთიანებული არაბული რესპუბლიკა, სირიაში ყველა პოლიტიკური პარტია დაიშალა და ოფიცერთა კორპუსმა მხარი დაუჭირეს კომუნისტებს. მიუხედავად მსგავსი ცვლილებებისა ჰაფეზ ასადი დარჩა სამსახურში, სწრაფად აიმაღლა სამხედრო წოდება და გააგზავნეს ეგვიპტეში, სადაც სწავლობდა ჰოსნი მუბარაქთან ერთად.

1963 წელს ასადმა მონაწილეობა მიიღო სამხედრო გადატრიალებაში, რომელმაც დაამხო ნაზიმ ალ-კუდსის ხელისუფლება. ასადი დაინიშნა სირიის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლად. 1966 წელს ასევე მონაწილეობდა ამინ ალ-ჰაფიზის ხელისუფლების დამხობაში. ახალ მთავრობაში მიიღო თავდაცვის მინისტრის თანამდებობა.

1970 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ ხელისუფლებაში მოდის ქვეყნის პრაქტიკული მმართველი ჰაფეზ ასადი და პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს 1971 წლის 12 მარტიდან. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ასადმა რადიკალურად შეცვალა პარტიის პოლიტიკა. გაუმჯობესდა ურთიერთობა ისეთ ქვეყნებთან, რომლებსაც მათი მოწინააღდმეგეები თვლიდნენ რეაქციონერებად. ცივი ომის პერიოდში იგი მხარს უჭერდა საბჭოთა კავშირს. ქვეყანაში დაამყარა ერთპარტიული სისტემა ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობით. ქვეყნის მმართველობა დაყო რელიგიური თვალსაზრისით: სუნიტი მუსულმანები ნომინალურად ხელმძღვანელობდნენ პოლიტიკურ ინსტიტუტებს, ხოლო ალავიტები - შეიარაღებულ ძალებს, დაზვერვასა და სპეცსამსახურებს.

გარდაცვალება

რედაქტირება

ჰაფეზ ასადი გარდაიცვალა 2000 წლის 10 ივნისს ლიბანის პრემიერ-მინისტრ სელიმ ჰოსთან სატელეფონო საუბრის დროს გულის შეტევით. 13 ივნისს დაკრძალეს მშობლიური სოფლის იმ მავზოლეუმში სადაც უკვე განისვენებდა მისი შვილი ბასილი.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება