არუთინ ჩაკრიანი
არუთინ ხაჩიკის ძე ჩაკრიანი (დ. 1917 (შესაძლოა 1918), სოფ. გუმისთა, ახლანდ. სოხუმის მუნიციპალიტეტი — გ. 7 მაისი, 1944, საპუნ-გორის მახლობლად, ყირიმი) — საბჭოთა კავშირის გმირი (24 მარტი, 1945, სიკვდილის შემდეგ), კაპიტანი. სკკპ წევრი 1942 წლიდან. დაამთავრა ჟიტომირის ქვეითთა სამხედრო სასწავლებელი (1942). დიდი სამამულო ომის (1941-1945) დროს მოქმედ არმიაში იყო. იბრძოდა სამხრეთ, ამიერკავკასიის, ჩრდილოეთ კავკასიის და უკრაინის მეოთხე ფრონტებზე, იყო მსროლელი ბატალიონის მეთაურის მოადგილე. გმირულად დაიღუპა საპუნ-გორისათვის ბრძოლაში. დაჯილდოებულია სამამულო ომის პირველი ხარისხის ორდენითა და ორი მედლით „მამაცობისათვის“.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩინჩილაკაშვილი ტ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 76.