„არტ-გენი“ — ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ყოველწლიური ფესტივალი. ეწყობა თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. საფუძველი ჩაეყარა როკ-მუსიკოს ზაზა კორინთელის („ზუმბა“) ინიციატივით 2004 წელს.

ფესტივალ „არტ-გენის“ დასკვნითი კონცერტი თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში (2008 წ.)

ფესტივალის მიზანია ქართული ხალხური შემოქმედების პოპულარიზაცია, უცნობი ნიმუშების შეკრება და საზოგადოებისათვის გაცნობა. ფესტივალის ფარგლებში ეწყობა კონცერტები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან მოწვეული მუსიკალური შემსრულებლების მონაწილეობით, ასევე ხალხური რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების გამოფენა-გაყიდვები. ფესტივალი ტრადიციულად იხურება თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამართული კონცერტით.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: