არტემ მურზაყანის ძე ჯიჯიხია (დ. 1 იანვარი, 1874, სოფ. კირცხი, ახლანდ. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, — გ. 31 დეკემბერი, 1938) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალი (1919).

არტემ ჯიჯიხია
დაბადების თარიღი 2 იანვარი, 1874
გარდაცვალების თარიღი 31 დეკემბერი, 1938
კუთვნილება რუსეთის იმპერია, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
წოდება გენერალი
ბრძოლები/ომები პირველი მსოფლიო ომი
სომხეთ-საქართველოს ომი
რუსეთ-საქართველოს ომი (1921)

სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში; 1897 წელს კი დაამთავრა თბილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი პოდპორუჩიკის წოდებით. 1893 წლიდან ირიცხებოდა სამხედრო სამსახურში. წლების მანძილზე მსახურობდა თურქესტანში; ავტორია რეგიონის რამდენიმე მნიშვნელოვანი აღწერილობისა. 1907 წელს მიენიჭა კაპიტნის წოდება. 1910 წლიდან მსახურობდა პოლონეთში. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში; იბრძოდა აღმოსავლეთ პრუსიაში და ტყვედ ჩავარდა რუსეთის მე-15 არმიული კორპუსის კაპიტულაციის დროს 1914 წელს. 1918 წლის აგვისტოში დაბრუნდა ტყვეობიდან. მსახურობდა დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში (1918–1921). სომხეთ-საქართველოს ომის შემდეგ მიენიჭა გენერლის წოდება (1919). საბჭოთა რუსეთის თავდასხმის დროს, 1921 წლის თებერვალს, ხელმძღვანელობდა შემტევ ჯგუფს ლილოს ფრონტზე. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ აქტიურ მოღვაწეობას ჩამოშორებული იყო. ასწავლიდა ზუგდიდის პედაგოგიურ ტექნიკუმში. სტალინური რეპრესიების პერიოდში, 1938 წელს დააპატიმრეს და დახვრიტეს გერმანიის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  • არტემ ჯიჯიხია — საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) პროსოპოგრაფიული ბაზა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი)
  • ჯიჯიხია არტემ მურზაყანის ძე. სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა]