არსენას ძეგლი

არქიტექტურული ძეგლი საქართველოში

არსენას ძეგლი — მონუმენტური ხელოვნების ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვის მარცხენა ნაპირას, ხიდიდან 500 მეტრზე, სკვერში. მოქანდაკე ე.მაჩაბელი, არქიტექტორი დ. ლექვეთაძე. დაიდგა 1949 წელს. 1972 წელს ქვის ქანდაკება შეიცვალა ბრინჯაოს ქანდაკებით.

სახალხო გმირის არსენა ოძელაშვილის მთლიანი ფიგურა (სიმაღლე 4 მეტრი). პოსტამენტის სამ მხარეს ჩასმულია მარმარილოს დაფები. წინა დაფების წარწერა არსენას ვინაობას გვამცნობს, გვერდებზე კი ამოკვეთილია: „ოძელაშვილი არსენა ღმერთმა კურთხევით ახსენა“, „ მდიდარს ართმევს, ღარიბს აძლევს, ღმერთი როგორ წაახდენსა“.

ლიტერატურა რედაქტირება