არპად გენცი
არპად გენცი (უნგრ. Göncz Árpád, დ. 10 თებერვალი, 1922, ბუდაპეშტი — გ. 6 ოქტომბერი, 2015, ბუდაპეშტი) — უნგრელი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, ლიტერატორი, დრამატურგი
არპად გენცი | |
უნგრეთის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 აგვისტო, 1990 – 4 აგვისტო, 2000 | |
წინამორბედი | მატიაშ სუარეში |
მემკვიდრე | ფერენც მადლი |
უნგრეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2 მაისი – 3 აგვისტო, 1990 | |
წინამორბედი | მატიაშ სუარეში |
მემკვიდრე | გიორგი საბადი |
დაბადებული | 10 თებერვალი, 1922 ბუდაპეშტი, უნგრეთი |
გარდაცვლილი | 6 ოქტომბერი, 2015 (93 წლის) ბუდაპეშტი, უნგრეთი |
განათლება | ბუდაპეშტის უნივერსიტეტი |
პროფესია | ლიტერატორი, დრამატურგი |
ხელმოწერა |
1944 წელს დაამთავრა ბუდაპეშტის უნივერისტეტი და შეუდგა სამხედრო სამსახურს, მაგრამ გაიქცა ჯარიდან და შეუერთდა ანტიფაშისტურ წინააღმდეგობის მოძრაობას. 1956 წლის ამბების დროს მონაწილეობდა აქციებში. 1957-1963 წლებში იყო დაპატიმრებული. გათავისუფლების შემდეგ იწყება მისი ლიტერატურული კარიერა.
1988 წელს შეუერთდა თავისუფალი დემოკრატების ალიანსს. 1990 წელს არჩეულ იქნა პარლამენტში. ამავე წლის მაის-აგვისტოში პარლამენტის სპიკერია, ხოლო 1990 წლის 4 აგვისტოს აირჩიეს უნგრეთის პრეზიდენტად. თანამდებობაზე დარჩა 2000 წლის 4 აგვისტომდე.
დაოჯახებულია, ჰყავს 4 შვილი. მისი ქალიშვილი კინგა გენცი 2006-2009 წლებში იყო უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Arpad Goncz, Hungary’s 1st post-communist president, dies. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-07. ციტირების თარიღი: 2015-10-09.
- ↑ Árpád Göncz, Hungarian president - obituary
- ↑ Meghalt Göncz Árpád - Az Európai Bizottság elnöke igazi európaiként méltatta a volt államfőt. MTI (2015-10-06). ციტირების თარიღი: 2015-10-07