არმოქვის კონსტრუქციები
არმოქვის კონსტრუქციები, შენობათა და ნაგებობათა ნაწილები (კედლები, სვეტები, შუაკედლისები, გადახურვები, ზღუდარები და სხვა), აგებული ქვის არმირებული წყობით. არმოქვის კონსტრუქციებში მიღებულია არმირების შემდეგი სახეობები: განივი (ბადური) - წყობის ჰორიზონტულ ნაკერებში დაატანენ ფოლადის ბადეებს (კუმშვისას წყობის ზიდვის უნარის გასაძლიერებლად); გრძივი - არმატურას წყობის შიგნით ალაგენემ (ძირითადად გამჭიმი ძალვების თავის თავზე მისაღებად); არის მესამე სახის არმირებიც - წყობას განამტკიცებენ რკინაბეტონის ელემენტებით (კომპლექსური კონსტრუქციები) ან ჩასვამენ რკინაბეტონის ან ფოლადის კუთხეებისაგან შეკრულ გარსაკრებში.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქსე, ტ. 1, გვ. 581, თბ., 1975