არმინ ლაშეტი (გერმ. Armin Laschet, დ. 18 თებერვალი 1961, აახენი) — გერმანელი პოლიტიკოსი და ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიის მინისტრ-პრეზიდენტი 2017 წლის 27 ივნისიდან. 2021 წლის 16 იანვარს ის აირჩიეს გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარედ. ამ პოსტზე მან ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი ჩაანაცვლა.

არმინ ლაშეტი
გერმ. Armin Laschet
არმინ ლაშეტი გერმ. Armin Laschet
არმინ ლაშეტის ფოტოსურათი 2021 წელს
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარე
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა2021 წლის 16 იანვარი
წინამორბედიანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
2017 წლის 27 ივნისი – დღემდე

დაბადებული18 თებერვალი, 1961
აახენი
მოქალაქეობაგერმანიის დროშა გერმანია
პოლიტიკური პარტიაგერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი
ხელმოწერა

ლაშეტმა დაასრულა უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით, მოგვიანებით მუშაობდა ჟურნალისტად. 1994 წელს პირველად აირჩიეს გერმანიის პარლამენტში — ბუნდესტაგში. 1999 წელს ის გახდა ევროპის პარლამენტის წევრი. 2005 წლიდან აქტიურობს ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიის პოლიტიკურ ცხოვრებაში. თანამდებობაზე ყოფნის დროს გამოირჩეოდა მიგრანტებისადმი დადებითი დამოკიდებულებით, რის გამოც მიიღო ზედმეტსახელი „თურქი არმინი“. 2021 წლის 16 იანვარს ის აირჩიეს გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარედ. არჩევნების მეორე ტურში მან დელეგატების 52.8%-ის მხარდაჭერა მიიღო და გაიმარჯვა ფრიდრიხ მერცზე.[1]ამ პოსტზე მან ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი ჩაანაცვლა.

არმინი დაიბადა დასავლეთ გერმანიის ქალაქ აახენში გერმანულენოვანი ვალონიელების კათოლიკურ ოჯახში.

სქოლიო რედაქტირება

  1. Moulson, Geir. (16 January 2021) Pragmatic governor Laschet elected to lead Merkel’s party. Associated Press. ციტირების თარიღი: 16 January 2021.