არმაზელი და აზორკი
არსოკი და ამაზაერი, ან აზორკი და არმაზელი — ქართლის (იბერიის) მეფეთა წყვილი ძვ. წ. II-I საუკუნეების მიჯნაზე, ორმეფობის დროს.
აზორკი და არმაზელი, ლეონტი მროველის მიხედვით - „ორმეფობის ხანის“ ქართლის მეცამეტე მეფენი, რომელთაც „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ არსოკს და ამაზაერს უწოდებს. ლეონტი მროველის ცნობით, აზორკისა და არმაზელის მეფობის ხანაში ქართველ-სომეხთა ომებს ჰქონდა ადგილი. არსებობს მოსაზრება, რომ აზორკი და არმაზელი ძვ. წ. II საუკუნის 80-იან წლებში ცხოვრობდნენ. გ. მელიქიშვილისა და კ. თუმანოვის აზრით აზორკი და არმაზელი ერთი პიროვნებაა. მელიქიშვილის ვარაუდით აზორკი არმაზის წარწერებიდან ცნობილი მეფე მითრიდატეს ადგილობრივი სახელია და იგი ახ. წ. I საუკუნის 70-იანი წლებში მეფობდა ქართლში, „არმაზელი“ კი ტერიტორიული ეპითეტია.
საისტორიო წყაროები
რედაქტირებამოქცევაჲ ქართლისაჲ–ს თანახმად, არსოკი და ამაზაერი იყვნენ ქართლის მე-14 მეფეთა წყვილი:
„და მეფობდა იმიერ არსოკ და ამიერ – ამაზაერ.[1]“
|
მეფეთა ცხოვრება გვამცნობს, რომ ისინი ყოფილან „ძენი ფარსმანისი და კაოსისა“. მათ, ოსების, ლეკების, პაჭანიკებისა და ჯიქების დახმარებით, უცდიათ მათი მამების დროს სომეხთა მეფე იარვანდის მიერ წართმეული ტერიტორიების დაბრუნება. წარმატებული საომარი მოქმედებების შედეგად მათ სომხეთთან გარიგების გზით მიზნისთვის მიუღწევიათ, დაუბრუნებიათ დატყვევებული სომეხი უფლისწული, ხოლო წართმეული მიწები სამეფოსთვის კვლავ მიუერტებიათ:
„და აღდგეს მათ შორის მოციქულნი და დაიზავნეს; მისცეს ქართველთა ძე მეფისა შეპყრობილი, და აღუთქუეს შეწევნა ესრეთ: „უკეთუ ვინ აღდგეს მტერი თქუენ ზედა და მოღმართ [გ]ებრძოდის, ჩუენ ორნი-ვე მეფენი თავითა ჩუენითა და სპითა ჩუენითა თანა-დაგიდგეთ და გიშუელოთ; და უკეთუ კუალად ვის-მე მიღმართ ჰბრძოდით, ათას-ათასითა მჴედრითა ჭურვილითა შეგეწეოდით“. და ესე-ცა აღუთქუეს ქართველთა, ვითარმედ: „ქალაქსა ამას ჩუენსა დრამა არტაშან მეფისა ხატითა დავსცეთ-ო“. ხოლო ამისთჳს სომეხთა უკმო-სცეს საზღვარი ქართლისა, ქალაქი წუნდა და ციხე დემოთისა, ჯავახეთი და არტანი. და მიერითგან იქმნეს მოყუარე სომეხნი და ქართველნი და ოვსნი. და სამნი-ვე ერთობით ბრძოდეს მტერთა.[2]“
|
სამეცნიერო მოსაზრებები
რედაქტირებაპავლე ინგოროყვას მიაჩნდა, რომ აზორკ/არსოკი უნდა იყოს არმაზის ბილინგვაში მოხსენიებული ქართლის მეფე ხსეფარნუგი და მის სახელს ასე კითხულობდა (ფ)არ(ნ)უკ. რაც შეეხება არმაზელს, პ. ინგოროყვას აზრით, ეს სახელი მეტყველებს მაზე, რომ თანამეფეები არმაზის პიტიახშები იყვნენ.
წინამორბედი: ფარსმან და კაოს |
ქართლის მეფე 87 – 103 [3] |
შემდეგი: ამაზასპ და დეროკ |
წინამორბედი: კაოს და ფარსმან I |
საქართველოს მეფე 87 – 103 [4][5] |
შემდეგი: ამაზასპ I და დეროკ |
წინამორბედი: კაოს პირველი და ფარსმან პირველი |
ივერიის მეფე 87 – 119 [6] |
შემდეგი: ამაზასპ პირველი და დეროკ პირველი |
წინამორბედი: ფარსმან II და კაოს (= კაოს პუბლიკი აგრიპა) |
იბერიის მეფე 110-იანი წლები |
შემდეგი: ამაზასპ I და ადერუკ[7] |
გენეალოგია
რედაქტირება ბარტომი (არტაშესიანი) | ცოლი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ქართამი | ასული (არტაშესიანი) | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ბარტომი (გვხვდება მხოლოდ თეიმურაზ ბატონიშვილთან) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ავგაროზ მეფის ასული | ადერკი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ქართამ I | ბარტომ II | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მითრიდატე ივერი | ფარსმან I | კაოსი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
რადამისტი | აზორკ | არმაზელ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ამაზასპ I | დეროკი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ლიტერატურა
რედაქტირება- მამულია გ., ქსე, ტ. 1, გვ. 216, თბ., 1975
- საქართველოს მეფეები, მ. ლორთქიფანიძის და რ. მეტრეველის რედაქციით, თბ., 2000
- გ, მელიქიშვილი, ქართლის (იბერიის) სამეფოს ისტორიის ქრონოლოგიის საკითხისათვის, ივ. ჯავახიშვილი სახ. ისტორიის ინსტიტუტის შრომები, 1958, ტ. 4, ნაკვ. I;
- გ, მელიქიშვილი, ქართლის (იბერიის) მეფეთა სიებში არსებული ხარვეზის შესახებ, მაცნე, ისტორიის სერია, 1978, №3;
- ს. გორგაძე, წერილები საქართველოს ისტორიიდან, „მოამბე“, 1905, №XI.
- გ. მამულია, გადმოცემები სუმბატ ბივრიტიანის შესახებ, როგორც ლეონტი მროველის წყარო, კრებული „ძველი ისტორიის საკითხები“ (კავკასიურ–ახლოაღმოსავლური კრებული, №3), თბ., 1970
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოქცევაჲ ქართლისაჲ, შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979
- ↑ ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, თბ., 1955
- ↑ „ქართლის ცხოვრება“ სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქციით (ტომი I, 1955.)
- ↑ ვახუშტის ბატონიშვილი „საქართველოს ისტორია“
- ↑ საქართველოს ძველი ისტორია
- ↑ თეიმურაზ ბატონიშვილი „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“
- ↑ პავლე ინგოროყვა „ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია“