არკადი ნაიდიჩი
არკადი ნაიდიჩი (აზერ. Arkadiy Naydiç; დ. 25 ოქტომბერი, 1985, რიგა, ლატვიის სსრ, საბჭოთა კავშირი) — აზერბაიჯანელი (2015 წლიდან) ჭადრაკის გრანდმასტერი, რომელიც მანამდე ლატვიას (2005 წლამდე) და გერმანიას (2005-2015 წლებში) წარმოადგენდა.
დაბადების სახელი | არკადი მიხაელოვიჩ ნაიდიჩი |
---|---|
ქვეყანა (სპორტი) |
ლატვია (2005-მდე) გერმანია (2005-2015) აზერბაიჯანი (2015-იდან) |
დაბადების თარიღი | 25 ოქტომბერი, 1985 |
დაბადების ადგილი | რიგა, ლატვიის სსრ, საბჭოთა კავშირი |
წოდება | გრანდმასტერი |
ფიდე რეიტინგი |
2643 (2019 წლის ოქტომბერი) |
მაქსიმალური რეიტინგი |
2747 (2013 წლის დეკემბერში) |
კარიერა
რედაქტირება1995 წელს მან მოიგო ევროპის 10-წლამდელთა ჩემპიონატი ჭადრაკში, ვერდენში.
ნაიდიჩმა 2005 წელს დორტმუნდის სპარკასენის ტურნირში გაიმარჯვა. რეიტინგით მან ყველასათვის ნაცნობ ისეთ მოთამაშეებს გადაუსწრო, როგორებიც არიან: ლეოკ ვან ველი, ვესელინ ტოპალოვი, პიტერ სვიდლერი, ვლადიმირ კრამნიკი, მაიკლ ადამსი და პიტერ ლეკო.[1] 2007 წელს მოიგო ბედ „კონიგსხოფენში“ ჩატარებული გერმანიის ეროვნული ჩემპიონატი.
2011 წელს მან მოიგო მე-15 საერთაშორისო „ნეკარ“-ის ღია ტურნირი, 8½/9 ანგარიშით. ამ მიღწევამ მას საშუალება მისცა გადაელა 2700 „Elo“-ს სარეიტინგო ნიშანი.[2] ამავე წელს, არკადი ნაიდიჩმა გერმანიის მთავარ გუნდში ითამაშა და გუნდთან ერთად პროტო კარასში ჩატარებულ ევროპის გუნდური ჭადრაკის ჩემპიონატში ოქროს მედალი მოიპოვა.
ნაიდიჩმა მოიგო „გრანდმასტერი ჯგუფი B“ ტატა სტილის საჭადრაკო ტურნირზე (2013 წელს).[3] 2014 წლის აგვისტოშო, არკადი ნაიდიჩმა შავი ფიგურებით მოუგო მსოფლიო ჩემპიონ მაგნუს კარლსენს. მან ჩემპიონის წინააღმდეგ, 41-ე ჭადრაკის ოლიპიადაზე (ტრომსეში), გერმანიის გუნდის პირველ დაფაზე ითამაშა. შემდეგ თვეში ნაიდვიჩმა მოიგო ბადენ-ბადენში ჩატარებული ტურნირი, სახელად „გრენკე ჭადრაკის კლასიკა“. ამავე წლის დეკემბერში მან ციურიხის საშობაო ღია ტურნირი 38-ე ადგილით დაასრულა.
2015 წლის იანვარში, ბაზელის ჭადრაკის ფესივალში, იგი 1-5 მასტერს შორის მოხვდა: ალექსანდრე დონჩენკოსთან, ედუარდო იტურიზაგასთან, მათიას დანთან და მილოს პავლოვიჩთან; მან ტურნირი საუკეთესო „თაიბექ ქულით“ მოიგო.[4]
2015 წლის ივლისში არკადი ნაიდიჩი აზერბაიჯანის ჭადრაკის ფედერაციას შეუერთდა.[5] 2015 წლის 30 დეკემბერს მოიგო ციურიხის საშობაო ტურნირი (ზედიზედ მეორედ).[6] 6 დღის შემდეგ, მან აგრეთვე ზედიზედ მეორედ მოიგო ბაზელის ჭადრაკის ფესტივალი.[7]
პირადი ცხოვრება
რედაქტირებამას ჰყავს სამი და: ირინა (1986), ევგენი (1987) და მარია (1988). ყველა მისი და ასევეე ჭადრაკის მოთამაშეა. 2014 წლის ოქტომბერში არკადი ნაიდიჩიმ იქორწინა უკრაინელ-ისრაელ ჭადრაკის მოთამაშე იულია შვაიგერზე.[8] ამჟამად, იგი ოჯახთან ერთად ბაქოში ცხოვრობს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Arkadij Naiditsch's official website დაარქივებული 2021-02-26 საიტზე Wayback Machine.
- არკადი ნაიდიჩი — ფიდეს ჩანაწერი (ინგლისური)
- Arkadij Naiditsch დაარქივებული 2013-12-30 საიტზე Wayback Machine. chess games and profile at Chess-DB.com
- Arkadij Naiditsch chess games at 365Chess.com
- არკადი ნაიდიჩი — თამაშების არქივი Chessgames.com-ზე (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Nyrne, Robert (7 August 2005). „Naiditsch, Ranked the Lowest, Takes Top Honors in Dortmund“. New York Times. ციტირების თარიღი: 5 August 2017.
- ↑ Arkadij Naiditsch wins convincingly the 15th International Neckar Open. Chessdom. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 მარტი 2021. ციტირების თარიღი: 27 April 2011.
- ↑ Tata R13: Karjakin, Wang score, Carlsen wins Wijk by 1½ points. ChessBase (2013-01-27). ციტირების თარიღი: 26 January 2016.
- ↑ Arkadij Naiditsch wins another trophy in Switzerland. Chessdom (6 January 2015). ციტირების თარიღი: 28 December 2015.
- ↑ Player transfers in 2015 FIDE. Retrieved 12 December 2015
- ↑ Arkadij Naiditsch repeats success in Zurich Christmas Open. Chessdom. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 იანვარი 2021. ციტირების თარიღი: 2 January 2016.
- ↑ GM Arkadij Naiditsch wins Basel Chess Festival 2016. Chessdom. ციტირების თარიღი: 5 January 2016.
- ↑ McGourty, Colin. (2015-08-12) Naiditsch: "I'm not afraid of anybody".