არკადი გოცირიძე
არკადი ფილიპეს ძე გოცირიძე (დ. 23 ნოემბერი, 1890, სოფ. წესი, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, — გ. 24 თებერვალი, 1954, თბილისი) — ქართველი ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1941), პროფესორი (1941), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1946).
დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1915 წელს. 1931-1936 წლებში იყო თბილისის ფუნქციურ ნერვულ დაავადებათა ინსტიტუტის დირექტორი, 1934-1954 წლებში — თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრის გამგე. აქვს შრომები ბავშვთა ფსიქიატრიის, ნევროზების, ფუნქციური ნერვული დაავადებების შესახებ. მისი სახელი აქვს მინიჭებული თბილისის ფსიქონერვოლოგიურ დისპანსერს.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ბავშვის თამაში (ავტორი). - ტფილისი, სახელგამის სამეცნიერო სექტ. გა-მა და მე-2 სტ., 1936. - 34გვ.
- ბავშვის განვითარება : ძირითადი მოვლენები და კონცეპციები (ავტორი). - ტფილისი, სახელგამის სამეცნიერო სექტორი, 1935. - 62გვ.
- ფსიქოგენია და იატროგენია ნერვიულ და ფსევდოორგანიულ დაავადებებში (ავტორი). - ტფილისი, 1929. - 34გვ.
- ექვსი წლის ისტერიული ფსიქოზი, მუტიზმით და კონტრაქტურებით-განკურნებული ფსიქო-თერაპიის საშუალებით (ავტორი). - ტფილისი, 1926. - 15გვ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 129.