არითმომეტრი (ბერძ. «αριθμός» — „რიცხვი“ + «μέτρον» — „მეტრი“) — მაგიდის საანგარიშო, ამომხსნელი მანქანა, რომელიც განკუთვნილია არითმეტიკული ოპერაციების შესასრულებლად.

1932 წლის გამოშვების არითმომეტრი

ისტორია რედაქტირება

1641 წელს პირველი გამომთვლელი მანქანა გამოიგონა ბ. პასკალმა. პირველი პრაქტიკული მანქანა, რომელიც ასრულებდა 4 არითმეტიკულ მოქმედებას, გერმანელმა მესაათემ ჰანმა 1790 წელს გააკეთა. გამომთვლელი მანქანების წარმოებას 1890 წელს რუსეთში საფუძველი ჩაუყარა პეტერბურგელმა მექანიკოსმა ვ. ოდნერმა. მისი მანქანები არითმომეტრის შემდგომი მოდელების პროტოტიპად იქცა.

მექანიზმი რედაქტირება

არითმომეტრს აქვს რიცხვების დასაყენებელი და მათი მრიცხველზე გადასატანი მექანიზმი, ბრუნთა მრიცხველი, შედეგის მრიცხველი, ნულზე დასაყენებელი ანუ წამშლელი მოწყობილობა, აგრეთვე ხელის ან ელექტრული ამძრავი.

მოდელები რედაქტირება

არითმომეტრის საბჭოთა მარკებია: „ფელიქსი“, ნახევრად ავტომატური „ვკ-2“ და ავტომატური „ვკ-3“. გამომთვლითი ტექნიკის განვითარებასთან დაკავშირებით არითმომეტრი შეცვალა უფრო თანამედროვე კლავიშებიანმა გამომთვლელმა მანქანებმა.

ლიტერატურა რედაქტირება