ართანის წმინდა თევდორეს ეკლესია

ართანის წმინდა თევდორეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ ართანის ჩრდილოეთით, დ

ართანის წმინდა თევდორეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ ართანის ჩრდილოეთით, დაახლოებით 1 კილომეტრზე, ფერდობზე. თარიღდება სავარაუდოდ XIV-XV საუკუნეებით.

აღწერა რედაქტირება

ეკლესია დარბაზულია, გეგმით თითქმის კვადრატული (3,9 x 3,4 მეტრი). ნაშენია მოზრდილი ზომის, ნატეხი ქვით. წყობა ქაოსურია, ტლანქი. ქვებს შორის დარჩენილი არეები წვრილი ქვითაა შევსებული და შებათქაშებულია. კუთხეების წყობაში და ალგ-ალაგ, კედლებში, ტლანქად დამუშავებული შირიმიცაა გამოყენებული. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი ვიწროა, მაღალი, 2005-2006 წლებში, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ჩატარებული შეკეთების დროს, კედლების ზედა ნაწილები თანამედროვე აგურით აღუდგენიათ (საკმაოდ დაუდევრად). შიგნიდან კედლები შეულესავთ და ეკლესია ღარისებრი კრამიტით გადაუხურავთ. აღმოსავლეთით აფსიდია, რომლის ცენტრშიც საკმაოდ ვიწრო (სიგრძე დაახლოებით 10 სანტიმეტრია), მაღალი, სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი, ერთი, სწორკუთხა სარკმელი დასავლეთის კედელშიცაა. შიგნით ეკლესია გადახურულია ნახევარცილინდრული კამარით, რომელსაც სავსებით წესიერი ფორმა არა აქვს.

ლიტერატურა რედაქტირება