არზუ ალიევა
არზუ ილჰამ კიზი ყურბანოვა (ქორწინებამდე—ალიევა) (აზერ.არზუ İlham qızı iyeliyeva(Qurbanova); 1989 წლის 23 იანვარი, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ) — აზერბაიჯანელი კინოპროდიუსერი, რეჟისორი, საზოგადო მოღვაწე. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ქალიშვილი.
არზუ ილჰამ კიზი ყურბანოვა .Arzu İlham qızı Əliyeva | |
---|---|
დაბადების თარიღი |
23 იანვარი, 1989 (32 წლის) ბაქო,აზერბაიჯანის სსრ აზერბაიჯანი |
პროფესია | რეჟისორი, პროდიუსერი |
მშობლები |
მამა: ილჰამ ალიევი დედა: მეჰრიბან ალიევა |
ბიოგრაფია
რედაქტირებააზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და მისი მეუღლის, აზერბაიჯანის პირველი ვიცე -პრეზიდენტის მეჰრიბან ალიევას უმცროსი ქალიშვილი, ჰეიდარ ალიევის შვილიშვილი.
არზუ ალიევა თავის უფროს დასთან, ლეილასთან ერთად სწავლობდა შვეიცარიასა და დიდ ბრიტანეთში.[1]
2011 წლის 3 სექტემბერს ბაქოში გაიმართა არზუ ალიევას და სამედ ყურბანოვის ქორწილი. სამედ ყურბანოვი (დ. 1988 წელს) გახლავთ ერთადერთი ვაჟი რუსეთში მოღვაწე ცნობილი ბიზნესმენის, აზერბაიჯანის ყოვლისმომცველი კონგრესის ერთ-ერთი დამფუძნებლის აიდინ ყურბანოვის, რომელიც გარდაიცვალა 2003 წელს. სამედ ყურბანოვი დაიბადა და გაიზარდა მოსკოვში, დაამთავრა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი (უნივერსიტეტი)( МГИМО) და ამჟამად დაკავებულია საოჯახო ბიზნესით.
წყვილს ორი შვილი ჰყავს: აიდინი (დაიბადა 2012 წელს) და აზიზა (დაიბადა 2016 წელს).[2]
პროფესიული საქმიანობა
რედაქტირებაარზუ ალიევა დაკავებულია აზერბაიჯანული კინოს წარმოებით (დოკუმენტური ფილმები „მიზანი — ბაქო“. „როგორ წააგო ჰიტლერმა ომი ნავთობისთვის“ (2015), „იკლასის ვაჟი“ (1918)). როგორც რეჟისორმა, მან გადაიღო დოკუმენტური ფილმი „Abadi ezamiyyat“ („უკანასკნელი თავშესაფარი უცხო ქვეყანაში“, 2016), რომელიც ეხება მუსავათისტური რესპუბლიკის დამფუძნებელს, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს (1918-1920) ალიმარდან- ბეი თოპჩიბაშევს.[3][4]
ქონებრივი მდგომარეობა
რედაქტირებავაშინგტონ პოსტის 2010 წლის მონაცემებით, ლეილა თავის დასთან არზუსთან და ძმასთან ჰეიდართან ერთად ფლობდა უძრავ ქონებას დუბაიში, რომლის ღირებულება დაახლოებით 75 მილიონი აშშ დოლარია.[5]
„რადიო თავისუფლების“ (RS / RFE) აზერბაიჯანული გამოცემის ჟურნალისტების მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგების თანახმად, არზუ და მისი და ლეილა აკონტროლებენ აზერბაიჯანულ მობილურ კომპანია „Azerfon“-ს.
არზუ თანამფლობელია ჰოლდინგური კომპანია SW Holding- ის „ჯიბის“ ბანკის Way Bank-ის, რომელმაც პრივატიზაციის დროს შეიძინა სახელმწიფო ავიაკომპანია AZAL- ის მომსახურების სერვისები.[6]
ბრიტანული სასამართლოს ცნობით, ლეილა და არზუ ალიევები ეჭვმიტანილები არიან ფულის გათეთრებაში. გამომძიებლების ყურადღება მიიპყრო ლონდონში ძვირადღირებული — 60 მილიონი ფუნტის ღირებულების უძრავი ქონების შეძენის მცდელობებმა. გაზეთ „გარდიანი“ ცნობით, საუბარია ლონდონის რაინბსრიჯში მდებარე ორ ბინაზე, რომლებიც დედოფლის რეზიდენციის — ბუკინგემის სასახლის უშუალო სიახლოვეს მდებარეობს. მათი შეძენის მიზნით, დაგეგმილი იყო ოფშორული კომპანიის გამოყენება.[7][8]
არზუ ჩართულია საქველმოქმედო საქმიანობაში. ის მუშაობს ბაბუის ჰეიდარ ალიევის სახელობის ფონდში, რომელსაც ხელმძღვანელობს მისი დედა მეჰრიბან ალიევა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Младшая дочь Ильхама Алиева снимает новый фильм про нефть (რუს.)
- ↑ Arzu Əliyevanın toyu sadə və nəfis təşkil edilib. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-07. ციტირების თარიღი: 2021-10-06.
- ↑ Дочь Ильхама Алиева сняла фильм про основателя Мусаватистской республики (რუს.)
- ↑ Ulviyye Asadzade, Хадиджа Исмаилова. Aliyev's Azerbaijani Empire Grows, As Daughter Joins The Game[მკვდარი ბმული] (ინგლ.). Features. რადიო „თავისუფლება“ (13 August 2010). მიმართვის თარიღი 17 ივნისი 2013.
- ↑ Хадиджа Исмаилова. Azerbaijani President's Daughters Tied To Fast-Rising Telecoms Firm[მკვდარი ბმული] (ინგლ.). Features. რადიო „თავისუფლება“ (27 ივნისი 2011). მიმართვის თარიღი 17 ივნისი 2013.
- ↑ Aliyev’s Azerbaijani Empire Grows, As Daughter Joins The Game[მკვდარი ბმული]
- ↑ Британия: дочери Алиева подозреваются в отмывании денег (რუს.)
- ↑ "Offshore Companies Link Corporate Mogul, Azerbaijan's President".[მკვდარი ბმული] RadioFreeEurope/RadioLiberty. Retrieved 2021-07-11.