არგლეტონიქალაქი-მოჩვენება დიდ ბრიტანეთში, ლანკაშირში, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს, თუმცა დატანილია Google Earth-სა და Google Maps-ზე. ქალაქი ფიგურირებს სხვადასხვა დაწესებულებების სახელწოდებებიც, რომლებიც სინამდვილეში ამავე რეგიონის სხვა დასახლებულ პუნქტებში მდებარეობენ. შეცდომა პირველად აღმოაჩინა ვინმე მაიკ ნოლანმა 2008 წლის სექტემბერში და ინფორმაცია თავის ბლოგზე გამოაქვეყნა[1].

ასე გამოიყურება არგლეტონი სინამდვილეში

ზოგიერთი ვერსიის თანახმად, არარსებული პუნქტი რუკაზე სპეციალურად იმათ შეცდომაში შესაყვანად იყო დადებული, ვინც სისტემატურად არღვევს საკუთრების უფლებას და რუკის არალიცენზირებულ კოპირებას ახდენს.[2] მოგვიანებით Google-მა განაცხადა, რომ მისი მონაცემების უდიდესი ნაწილი სწორია და მოცემულ შემთხვევაში მხოლოდ „უცაბედ შეცდომას აქვს ადგილი“[3].

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება