არგილითი

(გადამისამართდა გვერდიდან არგილიტი)

არგილითი (ბერძ. argillos — თიხა და lithos — ქვა) — დანალექი სამთო ქანი; წარმოადგენს გამკვრივებულ თიხას. წარმოიქმნება თიხის დიაგენეტური და ეპიგენეტური დეჰიდრატაციით და გამკვრივებით. ქიმიური და მინერალოგიური შედგენილობით არ განსხვავდება თიხისაგან. თიხაზე უფრო მაგარია და წყალში არ იხსნება. დამახასიათებელია ნაოჭა სისტემებისათვის, სადაც ტექტონიკური დაძაბულობა ხელს უწობდა თიხიან ნალექთა არგილითებად გარდაქმნას. არგილითი გამოიყენება ნედლეულის სახით, ცემენტის, კერამზიტისა და იშვიათად სამშენებლო კერამიკის წარმოებისათვის. კაოლინური არგილითი გამოიყენება ცეცხლგამძლე მასალად. არგილითის ძირითადი საბადოა კუნძული ჰაიდა-გუაი.

არგილითი
არგილითი
ცნობები
ტიპი დანალექი
გამოიყენება მშენებლობაში

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება