აარგაუს კანტონი

(გადამისამართდა გვერდიდან არგაუს კანტონი)

აარგაუ (გერმ. Aargau) — კანტონი ჩრდილოეთ შვეიცარიაში. მოიცავს მდინარე აარეს ქვედე დინებას. ფართობი 1 404 კმ²-ს შეადგენს, დედაქალაქია აარაუ. ჩრდილოეთით ესაზღვრება გერმანია, დასავლეთით — ბაზელ-ლანდის, ზოლოთურნისა და ბერნის კანტონები; სამხრეთით — ლუცერნის, აღმოსავლეთით კი ციურიხისა და ცუგის კანტონები.

კანტონი
აარგაუ
Aargau
დროშა გერბი

ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
ადმ. ცენტრი აარაუ
შიდა დაყოფა Aarau District, Baden District, Bremgarten District, Brugg District, Kulm District, Laufenburg District, Lenzburg District, Muri District, Rheinfelden District, Zofingen District და Zurzach District
კოორდინატები 47°24′00″ ჩ. გ. 8°06′00″ ა. გ. / 47.40000° ჩ. გ. 8.10000° ა. გ. / 47.40000; 8.10000
დაარსდა 1803
ფართობი 1 404 კმ²
ოფიციალური ენა გერმანული ენა
სალაპარაკო ენები გერმანული
მოსახლეობა 621 398 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 440 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, UTC+2, ცენტრალური ევროპის დრო, ზაფხულის დრო და ცენტრალური ევროპის საზაფხულო დრო
საავტომობილო კოდი AG
ოფიციალური საიტი ag.ch

აარგაუ შვეიცარიის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებმთიანი კანტონია და მიეკუთვნება შვეიცარიის დიდ ზეგანს. ზედაპირი თვალწარმტაცი და მრავალფეროვანია, ტალღოვანი სივრცეებითა და ტყით შემოსილი ბორცვებით, რომლებსაც ცვლის მდინარე აარესა და მისი შენაკადების მიერ მორწყული ნაყოფიერი ველები.

2011 წლის მონაცემებით, კანტონის მოსახლეობა 621 398 ადამიანს შეადგენს, საიდანაც 21,5% რეზიდენტი სხვა ეროვნების მაცხოვრებელია.

კანტონი დაყოფილია 11 რაიონად.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება