ემილ არგანი
(გადამისამართდა გვერდიდან არგანი, ემილ)
ემილ არგანი (ფრანგ. Émile Argand; დ. 6 იანვარი, 1879, ჟენევა — გ. 14 სექტემბერი, 1940, ნევშატელი) — შვეიცარიელი გეოლოგი. შეისწავლა დასავლეთი ალპების აგებულება. შეადგინა ალპური გეოსინკლინის განვითარების სქემა. არგანის აზრით, ალპური გეოსინკლინი თავდაპირველად ერთიან როფს წარმოადგენდა, შემდეგ გართულდა შიგა აზევებებით, რომლებიც განვითარდნენ და უზარმაზარ დაწოლილ ნაოჭებად — შარიაჟებად გარდაიქმნენ. არგანის თეორიული შეხედულებანი მოცემულია მის შრომაში „აზიის ტექნიკა“, 1922 (რუს. თარგმნა 1935).
ემილ არგანი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 6 იანვარი, 1879 |
დაბ. ადგილი | Eaux-Vives |
გარდ. თარიღი | 14 სექტემბერი, 1940[1] (61 წლის) |
გარდ. ადგილი | ნევშატელი |
მოქალაქეობა | შვეიცარია |
საქმიანობა | გეოლოგი[2] და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | ნევშატელის უნივერსიტეტი |
ჯილდოები | მარსელ ბენუას პრემია და Spendiarov Prize |
დედამიწის ქერქის დეფორმაციის მიზეზად არგანი ქერქვეშა მაგმურ დინებას მიიჩნევდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 548.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Арган Эмиль // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #116340096 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.