არბოს ღვთისმშობლის ეკლესია
არბოს ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოს ცენტრში, წმინდა გიორგის ორი ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით 15 მ-ში. აგებულია XX საუკუნეში.
ეკლესია დარბაზულია. აგებულია რიყის ქვითა და ქართული აგურით. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია თაღოვანი სარკმელით, გვერდებზე - მაღალი ნიშებით. კონქი და კამარა ბეტონისაა. ჩრდილოეთის კედელი ყრუა. სამხრეთის კედლის ცენტრში მაღალი, თაღოვანი სარკმელია მოქცეული. დასავლეთის კედელში შიგნიდან სწორკუთხა და გარედან თაღოვანი შესასვლელია. მის თავზე სარკმელია. ეკლესიას შემოუყვება ქართული აგურით გამოყვანილი კარნიზი. ეკლესია გადახურულია თუნუქით. ინტერიერი გაჯითაა გალესილი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 444