არასარი

ფრინველთა გვარი ტუკანისებრთა ოჯახისა

არასარი[1] (ლათ. Pteroglossus) — ფრინველთა გვარი ტუკანისებრთა ოჯახისა. ოჯახის სხვა წარმომადგენლებისაგან გამოირჩევიან იმით, რომ ნისკარტი დასაწყისში არ არის თავზე მაღალი, ხოლო ნესტოები არ არის დახურული. შეფერილობაში ძირითადად მწვანე და ყვითელი ფერებია შეხამებული. ცხოვრების წესით სხვა ტუკანებს წააგვანან. უმთავრესად დამახასიათებლები არიან ბრაზილიის ხელუხლებელი ტყეებისათვის. ყველაზე გავრცელებული სახეობაა ჩვეულებრივი არასარი (Р. aracari), რომელიც მუქი მწვანე ფერისაა; ქვედა მხარე ყვითელია; მუცელსა და კუდის ქვედა მხარეზე გასდევს განივი წითელი ზოლები; ზედა ნისკარტი მკრთალი ყვითელია, ქვედა — შავი.

არასარი

წითელზურგა არასარი (Pteroglossus erythropygius)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Pteroglossus (Illiger, 1811)

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 223.