არაპავა (ინგლ. Arapawa Island) — პატარა კუნძული მარლბორო-საუნდის ფიორდში, ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ კიდესთან. მისი ფართობია 75 კმ².

კუნძული არაპავა
მშობ. სახელი: ინგლ. Arapawa Island
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 41°11′ ს. გ. 174°19′ ა. გ. / 41.183° ს. გ. 174.317° ა. გ. / -41.183; 174.317
ფართობი 75 კმ²
სიგრძე 28 კმ
სიგანე 4 კმ
უმაღლესი წერტილი 559,4 მ
ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
დემოგრაფია
მოსახლეობა 50 (2010)
სიმჭიდროვე 0,67 ად. /კმ²

გეოგრაფია

რედაქტირება

დასავლეთიდან არაპავას გარს ეკვრის დედოფალ შარლოტას ყურე, სამხრეთიდან კი ტორის არხი, რის გავლითაც ხორციელდება საზღვაო კავშირი ჩრდილოეთ კუნძულზე მდებარე ქალაქ უელინგტონსა და სამხრეთ კუნძულზე მდებარე ქალაქ პიკტონს შორის.

1770 წელს, კაპიტანმა ჯეიმზ კუკმა სწორედ არაპავას ერთ-ერთი ბორცვიდან დაინახა წყნარი ოკეანიდან ტასმანის ზღვაში გასასვლელი სრუტე, რომელსაც შემდეგ კუკის სრუტე ეწოდა.[1] ამ აღმოჩენამ გააცამტვერა გეოგრაფების მოსაზრება, რომ თითქოს აქ დიდი სამხრეთის კონტინენტი, ტერა-აუსტრალისი არსებობდა. 1970 წელს კუნძულზე კუკის მონუმენტი გაიხსნა.

1820-იანი წლების ბოლო პერიოდიდან 1960-იანი წლების შუა პერიოდამდე არაპავა ემსახურებოდა ვეშაპის დამჭერთა ბაზას რეგიონში, რომლის ცენტრი იყო პერანოს კონცხი კუნძულის აღმოსავლეთ ნაპირზე.

კუნძულზე ბინადრობენ ღორების, ცხვრების და თხების უნიკალური ჯიშები, რომელთა წარმოშობა უცნობია. არსებობს მოსაზრება, რომ ისინი არიან პირდაპირი შთამომავლები გადაშენებული ინგლისური ჯიშისა, რომლებიც ჩაყვანილია არაპავაზე ან ჯეიმზ კუკის, ან ვეშაპის დამჭერების მიერ.[2][3][4]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Nearshore islands. Early inhabitants. Te Ara — the Encyclopedia of New Zealand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-17. ციტირების თარიღი: 2010-04-05.
  2. Arapawa Goats. A Rare Breed of New Zealand Origin. New Zealand Rare Breeds Website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-17. ციტირების თარიღი: 2010-04-05.
  3. Arapawa Pigs. A Rare Breed of New Zealand Origin. New Zealand Rare Breeds Website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-17. ციტირების თარიღი: 2010-04-05.
  4. Arapawa Sheep. A Rare Breed of New Zealand Origin. New Zealand Rare Breeds Website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-17. ციტირების თარიღი: 2010-04-05.