არამ ავაგიანი
არამ ჰმაიაკი ავაგიანი (დ. 18 იანვარი, 1991, ერევანი, სომხეთის სსრ, სსრკ) — სომეხი მოკრივე. ასპარეზობს მსუბუქ წონით კატეგორიაში. 2008-2016 წლებში იყო სომხეთის მოკრივის ეროვნული ნაკრების წევრი. ეროვნული ჩემპიონატების გამარჯვებული და პრიზიორი, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი, 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების მონაწილე. ამჟამად ასპარეზობს პროფესიონალურ კრივში.
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 18 იანვარი, 1991 (33 წლის) |
დაბ. ადგილი | ერევანი |
ქვეყანა | სომხეთი |
ჰყავს მეუღლე და ერთი ვაჟი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაარამ ავაგიანი დაიბადა 1991 წლის 18 იანვარს ერევანში. კრივში ვარჯიში აქტიურად დაიწყო 10 წლის ასაკში. მისი პირველი მწვრთნელი მამა იყო. თავდაპირველად ვარჯიშებს დიდი ენთუზიაზმით არ ესწრებოდა. „თავიდან კრივი არ მიყვარდა. სამ თვეზეც არ იყო გასული, მინდოდა წასვლა. მახსოვს, რვა თვის შემდეგ მოვიგე პირველი ტურნირი, მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყე სპორტის ამ სახეობის შეყვარება“. [1] მან ვარჯიში სომხეთის სპორტული კავშირის კრივის კლუბში დაიწყო. მისი მწვრთნელი იყო კარენ აღამალიანი. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა YFKPI-ს კრივის ფაკულტეტზე, შემდეგ განაგრძო მაგისტრატურა რუსულ-სომხურ უნივერსიტეტში, სადაც საერთაშორისო ურთიერთობების სწავლა დაიწყო. [2]
სამოყვარულო კარიერა
რედაქტირება2008 წელს მექსიკაში გამართულ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა. ერთი წლის შემდეგ მან მონაწილეობა მიიღო ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში, რომელიც გაიმართა პოლონეთში.
ზრდასრულთა ჩემპიონატზე პირველად 2010 წელს იასპარეზა. 2012 წელს კალინინგრადის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში წააგო რუს მოკრივე ვლადიმერ ნიკიტინთან. მან ლონდონის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ეტაპის გავლა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. შესარჩევი ეტაპი ტრაპიზონში გაიმართა, სადაც უკრაინელ პაველ იშენკოსთან დამარცხდა.
2013 წელს მან მონაწილეობა მიიღო კრივში ევროპის ჩემპიონატში, რომელიც გაიმართა მინსკში. იქ მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რომელიც მსუბუქ წონით კატეგორიაში მოიპოვა. ნახევარფინალში წააგო უკრაინელ მოკრივე ნიკოლაი ბუცენკოსთან. კრივში მსოფლიო ჩემპიონატის დროს, რომელიც ალმა-ათაში გაიმართა, ის 1/8 ფინალში გავიდა, სადაც კუბელ ოლიმპიურ ჩემპიონ რობეს რამირესთან დამარცხდა. 2013-2014 წლებში მონაწილეობდა ნახევრად პროფესიონალური WSB ლიგის ბრძოლებში, სადაც წარმოადგენდა „უკრაინის ატამანის“ გუნდს.
2015 წელს კრივში ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც სამოკოვში გაიმართა, ნახევარფინალში წააგო ბრიტანელ კაის აშფაკთან. ამავე წელს მან მონაწილეობა მიიღო დოჰაში გამართულ კრივის მსოფლიო ჩემპიონატზე და ბაქოში გამართულ პირვე; ევროპულ თამაშებში, მაგრამ მედლის მოპოვება ვერ მოახერხა. სამსუნში გამართულ 2016 წლის ოლიმპიურ საკვალიფიკაციო ტურნირზე მან მესამე ადგილი დაიკავა და რიო-დე-ჟანეიროში გასამართ ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის შესაძლებლობა მიიღო. თამაშების დროს მან წარმატებით დაძლია მსუბუქ წონით კატეგორიაში წინასაკვალიფიკაციო ეტაპი, დაამარცხა იაპონელი არას მორისაკა, მაგრამ 1/16 ფინალში ირლანდიელ მაიკლ კონლანთან 0:3 დამარცხდა.[3][4]
პროფესიონალური კარიერა
რედაქტირებაოლიმპიადის დასრულებისთანავე ავაგიანმა გადაწყვიტა პროფესიონალურ კრივში გადასულიყო და 2016 წლის დეკემბერში წარმატებით დაიწყო პროფესიონალურ რინგზე გამოსვლა. ერთი წლის განმავლობაში მან 6 გამარჯვება მოიპოვა, არცერთი მარცხის გარეშე. ის ძირითადად რუსეთში იბრძოდა რუსული კრივის საღამოების დროს. ბოლო ბრძოლა გაიმართა 2019 წლის 4 მაისს ლას-ვეგასში, სადაც მან წარმატებით დაიცვა WBC International-ის ვერცხლის ქამარი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ armenpress.am
- ↑ Aram Avagyan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-19. ციტირების თარიღი: 2021-10-30.
- ↑ По материалам базы данных amateur-boxing.strefa.pl
- ↑ Aram Avagyan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-25. ციტირების თარიღი: 2021-10-30.