არალის წმინდა ნინოს ეკლესია

(გადამისამართდა გვერდიდან არალის დედათა მონასტერი)

არალის წმინდა ნინოს ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში.

არალის წმინდა ნინოს ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
ადგილმდებარეობა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი არალი
სასულიერო სტატუსი მოქმედი

გიორგი ბოჭორიძის აღწერით:

ვიკიციტატა
„სოფელ არალში არის ძველი ეკლესიის ნანგრევი. იგი ერთნავიანი შენობა ყოფილა, რომელსაც ჩრდილოეთით ჰქონია ეგვტრები. ეკლესიის შენახულია მარტო ჩრდილოეთის და აღმოსავლეთის კედლები, ისიც ნაწილობრივ დანგრეულია, ეგვტერისაც ჩრდილოეთის კედელი.“

გიორგი ბოჭორიძის მიერ აღწერილი ეკლესიის ნანგრევებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. ნაეკლესიარზე სოფელ არალის მკვიდრის თემურ თათეშვილის დახმარებით წმინდა ნინოს სახელზე აიგო ახალი ტაძარი. იქვე, ეკლესიის სამხრეთით სამრევლო სკოლაა. სამნავიანი ბაზილიკა შვერილაფსიდიანია, დარბაზი სწორკუთხა კვეთის ოთხი წყვილით სამ ნავადაა გაყოფილი. ტაძრის ცოკოლი შემოსილია ბაზალტით. შესასვლელი ორია — დასავლეთიდან და სამხრეთიდან. ღიობებოის წინ რამდენიმე საფეხურით ამაღლებული ბაქანია. ოთხწახნაგა შვერილი აფსიდის წახნაგები დაფარულია შეწყვილებული ლილვებით. ასევე შეწყვილებული ლილვებით დანაწევრებულია ბაზილიკის სხვა ფასადებიც.

2010 წლის 29 იანვარს, ნათლისღების დღეს ეკლესია აკურთხა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ. 2011 წელს აქ მონასტერი დაარსდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბოჭორიძე გ., მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში, თბ., 1992, გვ. 59
  • მარსაგაშვილი გ., ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია, თბ., 2013, გვ. 422