მთავარი მენიუს გახსნა

არალეგალური ბოლშევიკური სტამბები საქართველოში

არალეგალური ბოლშევიკური სტამბები საქართველოში, 1900 წლიდან საქართველოში მოქმედი სოციალურ-დემოკრატიული იატაკქვეშა სტამბები, სადაც იბეჭდებოდა პროკლამაციები, ბროშურები, გაზეთები და სხვა რევოლუციუტი ლიტერატურა. არალეგალური სტამბის ერთ-ერთი პირველი ორგანიზატორი საქართველოში ლ. კეცხოველი იყო. სტამბების ძირითად ფინანსურ წყაროს მუშათა შესატანი და სოციალირ-დემოკრატიული ორგანიზაციებიდა მიღებული ანარიცხები წარმოადგენდა.

1900 ზაფხულში რსდმპ თბილისის კიმიტეტმა მოაწყო ორი არალეგალური სტამბა ჩუღურეთსა და ნაძალადევში, სადაც იბეჭდებოდა მუშათა საგაფიცვო ფურცლები. 1902 წლის დამდეგს ი. სტალინისა და ს. თოდრიას ხელმძღვანელობით ბათუმში დაარსდა არალაგელური სტამბა, სადაც დაიბეჭდა ბათუმის სოციალურ-დემოკრატიული ჯგუფის ფურცლები და პროკლამაციები. იმავე წელს თბილისში დაარსდა რსდმპ თბილისის კომიტეტისა (დაიბეჭდა პროკლამაციები, ბროშურები, გაზეთი "ბრძოლა", № 4) და "სომეხთა სოციალურ-დემოკრატიული კავშირის" (დაიბეჭდა გაზეთი "პროლეტარიატი", № 1) სტამბები, ხოლო 1903 - ავლაბრის სტამბა.

ლიტერატურარედაქტირება


  ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.


კომიტეტმა