გიორგი არაბიძე

ქართველი ფეხბურთელი
(გადამისამართდა გვერდიდან არაბიძე, გიორგი)

გიორგი არაბიძე (დ. 4 მარტი, 1998, ვანი, საქართველო) — ქართველი ფეხბურთელი. სამხრეთკორეული „ულსან ჰიუნდაის“ გარემარბი.[1][2]

გიორგი არაბიძე
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
4 მარტი, 1998 (1998-03-04) (26 წლის)
დაბადების
ადგილი
ვანი, საქართველო
სიმაღლე 173 სმ
სათამაშო
პოზიცია
გარემარბი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ულსან ჰიუნდაი
ნომერი 9
ახალგაზრდული კარიერა
2005–2013 ლოკომოტივი თბილისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2013–2015 ლოკომოტივი თბ. 33 (21)
2015–2018 შახტარი დონეცკი 3 (0)
2018–2022 ნასიონალი 10 (0)
2019   ადანასპორი 6 (1)
2021   როტორი 4 (0)
2021–2022   სამტრედია 15 (3)
2022–2024 ტორპედო ქუთაისი 73 (24)
2024– ულსან ჰიუნდაი 5 (2)
ეროვნული ნაკრები
2013 საქართველო 16-წლ. 1 (1)
2014–2015 საქართველო 17-წლ. 10 (6)
2014–2017 საქართველო 19-წლ. 10 (0)
2017–2019 საქართველო 21-წლ. 9 (3)
2017– საქართველო 4 (3)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 27 სექტემბერი, 2024
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 21 ნოემბერი, 2017

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

მისი პირველი ახალგაზრდული გუნდი იყო თბილისის „ლოკომოტივი“, რომელშიც, 2005-2013 წლებში თამაშობდა, 2013 წელს არაბიძე დააწინაურეს და მთავარ გუნდში გადაიყვანეს, სადაც 2 წელში ჩაატარა 33 ოფიციალური მატჩი და თავის გამოჩენა 21-ჯერ მოახერხა, რაც გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი იყო, განსაკუთრებით 16-17 წლის ნახევარმცველის პირობაზე.

წარმატებული ასპარეზობების შედეგად გიორგიმ წამყვანი ევროპული გუნდების ყურადღება მიიპყრო, განსაკუთრებით დაინტერესდა უკრაინული „შახტარი“ და მისი მაშინდელი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ.

2015 წლიდან არაბიძე „შახტარს“ შეუერთდა და დუბლებში დაიწყო თამაში. პარალელურად ლუჩესკუ გიორგის, 17 წლის ასაკში, მთავარ გუნდთან თამაშის საშუალებას აძლევდა უკრაინის პრემიერ ლიგაში.

გიორგიმ განსაკუთრებით კარგად წარმოაჩინა თავი უეფას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე, ტურნირის რეპორტირებისას ევროპელი და უკრაინელი ჟურნალისტები არაბიძეს მოიხსენიებდნენ ეპითეტით, როგორც ახალი მესი ან ქართველი მესი.

2016 წლიდან მირჩა ლუჩესკუმ სანქტ-პეტერბურგის „ზენიტი“ ჩაიბარა, „შახტარში“ კი მის ნაცვლად დანიშნულმა პაულუ ფონსეკამ არაბიძე მთავარი გუნდის განაცხადში აღარ შეიყვანა.

სანაკრებო კარიერა

რედაქტირება

ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი შედგა 2017 წლის 24 მარტს სერბეთის წინააღმდეგ.[3] იგი შეცვლაზე შევიდა ოთარ კაკაბაძის ნაცვლად. პირველი გოლი გაიტანა 2017 წლის 28 მარტს ლატვიელთა კარში.[4] იმავე წლის 7 ივნისს არაბიძემ დუბლი შეასრულა სენტ-კიტსის და ნევისის ნაკრებთან თამაშის დროს.

სანაკრებო სტატისტიკა

რედაქტირება
განახლდა: 11 ივნისი, 2017
ეროვნული ნაკრები წელი მატჩი გოლი
 
საქართველო
2017 4 3
ჯამში 4 3

სანაკრებო მატჩები და გოლები

რედაქტირება
თარიღი შეხვედრის ადგილი მასპინძელი ანგ. სტუმარი შეჯიბრება გოლები შენიშვნა წყარო
1 24.03.2017 თბილისი საქართველო   1–3   სერბეთი მსოფ. შეს.   70' [5]
2 28.03.2017 თბილისი საქართველო   5–0   ლატვია ამხანაგური   90'   63' [6]
3 07.06.2017 თბილისი საქართველო   3–0   სენტ-კიტსი და ნევისი ამხანაგური   51'73' (პენ.)   46' [7]
4 11.06.2017 კიშინიოვი მოლდოვა   2–2   საქართველო მსოფ. შეს.   79' [8]

მიღწევები

რედაქტირება
  ტორპედო ქუთაისი

ინდივიდუალური

რედაქტირება
  • ეროვნული ლიგის სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი: 2023

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
თემატური საიტები
AFS · EU-Football.info · FBref.com · FootballDatabase.eu · FootballFacts.ru · National Football Teams.com · Soccerway · playmarkerstats.com · Transfermarkt · TFF · UAF · UEFA · WorldFootball.net
ვიდეო
Geo Team · Top Generation