აპეტალური ყვავილი

აპეტალური ყვავილი (ბერძ. α — უარყოფითი ნაწილაკი და πέταλονფოთოლი, გვირგვინის ფურცელი) — გვირგვინის ფურცლებს მოკლებული ყვავილი, რომლის ყვავილსაფარი შედგება ერთ წრედ განლაგებული ჯამის ფოთოლაკებისა და ან მცირე ზომის ქერქლისა და გამონაზარდებისაგან. ადრე აპეტალური ყვავილს გვირგვინის ფურცლებიან ყვავილზე უფრო პრიმიტიულად თვლიდნენ. შემდეგ კი დადგინდა, რომ ის წარმოშობილი იყო ორსქესიანი ყვავილებისაგან, რომელთაც ევოლუციურ პროცესში, მწერებით დამტვერვიდან ქარით გადასვლის გამო, დაუკარგავთ გვირგვინის ფურცლები.

ლიტერატურა რედაქტირება