ჯონ აპდაიკი

(გადამისამართდა გვერდიდან აპდაიკი, ჯონ)

ჯონ ჰოიერ აპდაიკი ინგლ. John Hoyer Updike; დ. 18 მარტი, 1932, რედინგი, პენსილვანია — გ. 27 იანვარი, 2009) — ამერიკელი რომანისტი, პოეტი, მოთხრობების ავტორი, ხელოვნებისა და ლიტერატურის კრიტიკოსი. იგი ერთ-ერთია იმ ოთხ მწერალს შორის, რომლებიც პულიცერის პრემიის ლაურეატები ერთზე მეტჯერ გახდნენ. შემოქმედებითი მოღვაწეობის მანძილზე აპდაიკმა გამოაქვეყნა ოცზე მეტი რომანი, ათეულობით მოთხრობათა კრებული, საბავშვო წიგნები და პოეტური და კრიტიკული ნამუშევრები.

ჯონ აპდაიკი
ინგლ. John Updike[1]
დაბადების თარიღი 18 მარტი, 1932(1932-03-18)[2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10]
დაბადების ადგილი რედინგი[11] [12] [13]
გარდაცვალების თარიღი 27 იანვარი, 2009(2009-01-27)[14] [15] [3] [4] [16] [5] [6] [7] [8] [17] [9] [10] (76 წლის)
გარდაცვალების ადგილი დანვერსი[18] [19] [20]
დასაფლავებულია Robeson Lutheran Church Cemetery[21]
საქმიანობა პოეტი[22] [23] [24] , მწერალი[25] [26] [10] , რომანისტი, ესეისტი, დრამატურგი, ხელოვნების კრიტიკოსი[27] [28] , ავტორი[29] [30] , ლიტერატურული კრიტიკოსი, სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი, საბავშვო მწერალი და ჟურნალისტი
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  აშშ[26]
ალმა-მატერი ჰარვარდის უნივერსიტეტი, რასკინის ხატვისა და სახვითი ხელოვნების სკოლა, გუბერნატორ მიფლინის უფროსი უმაღლესი სკოლა და ჰარვარდის კოლეჯი
Magnum opus ისტვიკელი ალქაჯები
ჯილდოები ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორი[31] , ხელოვნების ეროვნული მედალი, ეროვნული ჰუმანიტარული მედალი, PEN/Faulkner Award for Fiction, სენტ-ლუისის ლიტერატურული პრემია, ჰელმერიხის პრემია, პულიცერის პრემია მხატვრული წიგნისათვის[32] , პენ/მალამუდის პრემია, Common Wealth Award of Distinguished Service, რეას პრემია მოკლე ისტორიისთვის, ჯეფერსონის ლექცია, ო. ჰენრის პრემია, National Book Critics Circle Award for Fiction, National Book Critics Circle Award for Fiction, ოქროს ვარდის ჯილდო[33] , Ambassador Book Award, ბოუდოინის მედალი, ჰარვარდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[34] , უილიამ დინ ჰოუელზის მედალი, გუგენჰაიმის სტიპენდია, კარლ სენდბერგის ლიტერატურული პრემია[35] , წიგნების ეროვნული პრემია[36] , წიგნების ეროვნული პრემია[37] , წიგნების ეროვნული პრემია[38] და National Book Critics Circle Award in Criticism
მეუღლე მერი ენტვისტლ პენინგტონი და მართა რაგლს ბერნჰარდი
შვილ(ებ)ი Elizabeth Updike Cobblah და David Updike
ხელმოწერა

1954 წლიდან მოყოლებული ჟურნალში „The New Yorker“ აპდაიკის ასეულობით მოთხრობა, რეცენზია თუ ლექსი დაიბეჭდა. იგი აგრეთვე რეგულარულად წერდა ჟურნალისთვის „The New York Review of Books“. მისი ყველაზე გახმაურებული ნამუშევარია „კურდღლის“ სერია, რომელიც შედგება ოთხი რომანისგან: „ბაჭია, გაიქეცი“, „ბაჭია დაბრუნდა“, „ბაჭია გამდიდრდა“ და „ბაჭია ისვენებს“. სერია ტიპური ამერიკელი საშუალო კლასის წარმომადგენლის, ჰარი „ბაჭია“ ენგსტრომის, ცხოვრების ქრონიკაზე მოგვითხრობს მისი ახალგაზრდობიდან სიკვდილამდე. სერიის ბოლო ორი ნაწილისთვის აპდაიკს პულიცერის პრემია მიენიჭა.

აპდაიკი თავისი შემოქმედების თემად „ამერიკის პროვინციულ ქალაქში მცხოვრებ საშუალო კლასს“ ასახელებდა. იგი აღიარებული იყო თავისი ოსტატური წერის მანერით, უნიკალური პროზაული სტილითა და ნაყოფიერი მოღვაწეობით – ავტორი წელიწადში საშუალოდ ერთ წიგნს წერდა. აპდაიკის მხატვრული ტექსტებისთვის დამახასიათებელია პერსონაჟები, რომლებიც „ხშირად განიცდიან შფოთვას და შინაგან კრიზისს რელიგიის, ოჯახური ვალდებულებებისა და ცოლქმრული ღალატის საშუალებით უნდა უპასუხონ.“[41]

აპდაიკის შემოქმედების მთავარი თემაა რიგითი საშუალო კლასის ამერიკელების ცხოვრება, მათი საზრუნავი, სწრაფვები, გატაცებები და პრობლემები. მის ნაშრომებში გამახვილებულია ყურადღება ქრისტიანული თეოლოგიაზე და სექსუალობასთან, გრძნობათა სამყაროსთან მის გადაკვეთაზე. აპდაიკის ნამუშევრებმა მნიშვნელოვანი ყურადღება და კრიტიკიკული აღიარება ჰპოვა, იგი თავისი დროის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკელ ავტორად მიიჩნევა.[42] მწერლის უაღრესად გამორჩეული პროზაული სტილისთვის დამახასიათებელია მრავალფეროვანი, უჩვეულო და ხშირად არაკანონიკური ლექსიკა, გადმოცემული „მოხერხებული და ინტელექტუალური ხედვით, რომელიც რეალისტური ტრადიციების შენარჩუნების ფონზე ფიზიკურ სამყაროს ექსტრავაგანტულად აღწერს.“[43] აპდაიკი თავის სტილს აღწერდა, როგორც „ამქვეყნიური სამყაროსადმი დამსახურებული სილამაზის მინიჭების მცდელობას.“[44]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

ბაჭიას სერია

რედაქტირება

სხვა რომანები

რედაქტირება
  1. NNDB — 2002.
  2. Апдайк Джон // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  3. 3.0 3.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. 5.0 5.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  6. 6.0 6.1 Discogs — 2000.
  7. 7.0 7.1 NooSFere — 1999.
  8. 8.0 8.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  9. 9.0 9.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  10. 10.0 10.1 10.2 The Fine Art Archive
  11. http://www.huffingtonpost.com/2010/09/29/john-updikes-papers-go-to_n_743440.html
  12. http://www.telegraph.co.uk/news/obituaries/4362638/John-Updike.html
  13. http://www.washingtonpost.com/wp-dyn/content/article/2009/01/27/AR2009012701656.html
  14. http://ktar.com/?nid=50&sid=1033166
  15. Deutsche Nationalbibliothek Record #118803492 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  16. Find a Grave — 1996.
  17. Vegetti Catalog of Fantastic Literature
  18. http://prezi.com/kunn-wsf5r-_/feminism-1960s/
  19. http://query.nytimes.com/gst/fullpage.html?res=9906E3D81730F93BA15752C0A96F9C8B63
  20. http://www.gastongazette.com/news/local/today-in-history-the-german-siege-of-leningrad-ended-1.268251?page=3
  21. Find a Grave — 1996.
  22. http://www.abc.net.au/news/stories/2009/01/28/2476487.htm?section=entertainment
  23. http://www.bbc.co.uk/radio4/features/desert-island-discs/find-a-castaway/occupation_group/writing/occupation/poetry
  24. http://www.poemhunter.com/best-poems/john-updike/january-30/
  25. http://www.nytimes.com/2009/01/28/books/28appr.html?n=Top/Reference/Times%20Topics/People/K/Kakutani,%20Michiko
  26. 26.0 26.1 http://www.nytimes.com/2009/02/01/weekinreview/01mcgrath.html
  27. http://bvcs.org/8pa6/no45.php
  28. http://www.new-classics.co.uk/html/books.html
  29. https://www.nytimes.com/books/00/11/19/specials/updike.html
  30. http://www.worldatlas.com/webimage/countrys/namerica/usstates/pafamous3.htm
  31. https://www.siv.archives-nationales.culture.gouv.fr/siv/rechercheconsultation/consultation/ir/pdfIR.action?irId=FRAN_IR_026438
  32. https://www.pulitzer.org/search/John%2520Updike
  33. https://nepoetryclub.org/contests/golden-rose/
  34. https://www.harvard.edu/on-campus/commencement/honorary-degrees
  35. https://www.chipublib.org/chicago-public-library-foundation-awards/
  36. https://www.nationalbook.org/books/the-centaur/
  37. https://www.nationalbook.org/books/rabbit-is-rich/
  38. https://www.nationalbook.org/programs/dcal/#tab-2
  39. 39.0 39.1 https://blogs.iwu.edu/johnupdikesociety/2018/05/24/three-updike-books-that-influenced-other-writers/
  40. 40.0 40.1 https://www.nybooks.com/articles/1978/05/18/saint-of-the-mundane/?srsltid=AfmBOoq8tHFmKKtIiKFs8xqyxw5hhACUFjPa__U_My_QDIsYUWALkN-I
  41. „John Updike“, Encarta, MSN, 2008, https://www.webcitation.org/5kwrvPJYC?url=http://encarta.msn.com/encyclopedia_761556613/john_updike.html.
  42. Schiff, James. (2001) John Updike's Rabbit Tetralogy: Mastered Irony in Motion. Christianity and Literature. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-09. ციტირების თარიღი: 2021-06-01.
  43. "John Updike Criticism", ENotes, Contemporary Literary Criticism 139, 2001, http://www.enotes.com/contemporary-literary-criticism/updike-john-vol-139.
  44. აპდაიკი, ჯონ (2004), The Early Stories: 1953–1975, Ballantine Books.