აონის ხატი — საკულტო ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო არტანში, მდინარე აონისხევის მარცხენა ნაპირზე. ხატი ოთხწახნაგა პრიზმის მოყვანილობის მასიური ნაგებობაა, ნაშენიაა ფიქლის მშრალი წყობით, გადახურულია ფურცლოვანი სპილენძის გუმბათით. გუმბათს გარშემო რვა წრიული ნახვრეტი აქვს, დასრულებულია პატარა სფეროთი, რომელზეც ჯვარია აღმართული. ხატზე დასავლეთიდან მიშენებულია პატარა ნაგებობა. აქვე დგას ფიქლით ნაგები შენობა — ხატის ბეღელი. შესასვლელი მას სამხრეთიდან აქვს, გადახურულია ფიქლის ორფერდა სახურავით.

ლიტერატურა რედაქტირება