ანუშე ანსარი (დ.12 სექტემბერი, 1966, მეშჰედი, ირანი) — სპარსული წარმომავლობის ამერიკელი ინჟინერი, მეცნიერი[1]. კომპანია Prodea systems, Inc-ის თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი. 2006 წლის 18 სექტემბერს გახდა პირველი კოსმოსური ტურისტი ქალი.

ანუშე ანსარი
დაბ. თარიღი 12 სექტემბერი, 1966 (1966-09-12) (57 წლის)
დაბ. ადგილი მეშჰედი, ხორასან-რეზავის ოსტანი, ირანი
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
სპეციალობა ინჟინერი

ბიოგრაფია რედაქტირება

ანუშე დაიბადა ქალაქ მეშჰედში, ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთით. როგორც თვითონ აცხადებს, მას სპარსული წარმომავლობა აქვს და ამაყობს ამით. დაბადებიდან მალევე მისი ოჯახი საცხოვრებლად თეირანში გადავიდა, სადაც მან ბავშვობა გაატარა. 1984 წელს ის განათლების მისაღებად აშშ-ში გაემგზავრა.

მან ბაკალავრის ხარისხი ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც ინფორმატიკითა და ელექტრონიკით იყო დაკავებული, ხოლო მაგისტრის ხარისხი ჯორჯ ვაშინგტონის სასწავლებელში მიიღო.

სწავლის დასრულების შემდეგ მან მუშაობა დაიწყო MCI, Inc.-ში, სადაც გაიცნო ჰამიდ ანსარი, რომელსაც 1991 წელს ცოლად გაჰყვა. 1993 წელს ანუშემ, ჰამიდმა და მისმა ძმამ, ამირმა დააფუძნეს კომპანია Telecom Technologies, Inc. (TTI). ანუკე იკავებდა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას. 2000 წელს მათ კომპანია Sonus Networks, Inc.-სს ხუთას ორმოცდაათ მილიონად მიჰყიდეს. ამის შემდეგ კომპანიის აქციების კურსში საგრძნობლად დაეცა, რამაც Sonus Networks-ის მხრიდან გარიგება სადაო გახადა, ხოლო ანსარები ინსაიდერულ ვაჭრობაში დაადანაშაულეს.

ანუშე არის ფონდ „X Prize-ის“ სამეურვეო საბჭოს წევრი. მისმა ოჯახმა ფონდში მრავალმინიონიანი შენატანი გააკეთა და Ansari X Prize-ის სპონსორი გახდა. 2004 წლის 4 ოქტომბერს პრიზი მოიგო პროექტ Tier One-ის მონაწილემ, რომელიც მუშაობდა ხომალდზე SpaceShipOne.

2006 წლის თებერვალში ანსარის საინვესტიციო ფირმამ Prodea Systems, Inc.-მა განაცხადა Space Adventures, Ltd.-სთან და რუსეთის ფედერალურ კოსმოსურ სააგენტოსთან პარტნიორობის შესახებ, რომლის ფარგლებშიც დაიგეგმა სუბორბიტალური კოსმოსური ხომალდის ფლოტის შექმნა.

გარდა მშობლიური სპარსული ენისა, ანუშე ფლობს ინგლისურსა და ფრანგულს. კოსმოსური ფრენისთვის მზადების დროს ის საბაზისო რუსულსაც დაეუფლა.

 

კოსმოსური ფრენა რედაქტირება

ანუშე ანსარი კოსპმოსური ფრენისთვის ემზადებოდა როგორც იაპონელი ბიზნესმენის, დაისუკე ენომოტოს დუბლიორი, რომელიც მეოთხე კოსმოსური ტურისტი უნდა გამხდარიყო, თუმცა 2006 წლის 21 აგვისტოს სამედიცინო მაჩვენებლების გამო მისი ფრენა გადაიდო და შემდეგ დღეს ეკიპაჟის ძირითად შემადგენლობას ანუშე დაემატა.

მას შემდეგ, რაც ანსარი კოსმონავტთა კორპუსში ჩაირიცხა, აზერბაიჯანულმა მასმედიამ მასზე გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ის აზერბაიჯანელი იყო[2], ცრუ დაბადების ადგილის, თეირანის მითითებით. ასეთივე ქმედებას რუსულმა მედიამაც მიმართა, ანუშეს წარმოამვლობისა და დაადების ადგილის ცვლილებით[3][4].

2006 წლის 18 სექტემბერს 4:09 (UTC)-ზე ბაიკონურის კოსმოდრომიდან საიუზ TMA-9-ის ეკიპაჟთან ერთად აიღო სტარტი.

ანუშე იყო პირველი კოსმოსური ტურისტი ქალი და პირველი ირანელი კოსმოსში.

20 სექტემბერს ხომალდმა კოსმოსურ სადგურს მიაღწია. ანუშემ სადგურზე რვა დღე გაატარა და მონაწილეობდა სამეცნიერო ექსპერიმენტებსა და კოსმოსური რადიაციისა და უწონადობის ზემოქმედების კვლევაში მიკროორგანიზმებსა და ეკიპაჟის წევრებზე. ის გახდა პირველი ადამიანი, ვინც კოსმოსური ფრენის პერიოდში ბლოგს აწარმოებდა.

29 სექტემბერს 1:13 საათზე ანუშე ეკიპაჟის ორ კოსმონავთთან, პაველ ვინოგრადოვთან და ჯეფრი უილიამსთან ერთად დედამიწაზე მშვიდობიანად დაბრუნდა.

ფრენამდე ანუშეს სურდა სკაფანდრზე ამერიკისა და 1925-1964 წლებში არსებული ირანის დროშა ჰქონოდა გამოსახული, სიმბოლოდ იმ ორი ქვეყნისა, სადაც დაიბადა და აღიზარდა. თუმცა აშშ-სა და რუსეთის მთავრობამ ურჩია მხოლოდ ამერიკის დროშით შემოფარგლულიყო, რათა ამას პოლიტიკური შედეგები არ მოჰყოლოდა. მან ეს რჩევა გაითვალისწინა, თუმცა ირანის დროშის ფერები საკუთარ სკაფანდრზე ემბლემის გამოსახატად გამოიყენა. ამასთ ერთად ანუშეს ფრენა დადებითად იქნა შეფასებული ოფიციალურ ირანულ მედიაში.

 
ანუშე ანსარი, 2018

აქტივობები რედაქტირება

2009 წელს ანსარი გადაიღეს დოკუმენტურ ფილმში „კოსმოსური ტურისტი“, რომლის რეჟისორი შვეიცარიელი კრისტიან ფრეი იყო. ფილმის DVD ვერსია 2011 წელს გამოვიდა. იგი მოგვითხრობს მილიარდელებზე, რომლებმაც ფული გადაიხადეს, რათა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მოხვედრილიყვნენ.

2010 წლის 'Honeywell Leadership Academy-ში ანუშე სპიკერად მონაწილეობდა ჰომერ ჰიკამთან ერთად შეერთებული შტატების კოსმოსურ ბანაკში, ჰანსტვილში, ალაბამას შტატში

2013 წლის 25 აპრილს იგი საპატიო სპიკერის სტატუსით გამოდიოდა იუტას ველის უნივერსიტეტის ცერემონიაზე, რომელზეც მეცნიერების დოქტორის სტატუსი მიიღო.

ლიტერატურა რედაქტირება

  • National Aeronautics and Space Administration. NASA. Retrieved 16 October 2017.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება