ანტონიო სანტუჩი (იტალ. Antonio Santucci; დ. უცნობია — გ. 1613) — იტალიელი ასტრონომი და კოსმოგრაფი.

არმილიარული სფერო, ანტონიო სანტუჩი. გალილეოს მუზეუმი, ფლორენცია

დაიბადა პომარანჩეში (იტალია). სანტუჩი კითხულობდა მათემატიკის ლექციებს პიზის უნივერსიტეტში 1599-1612 წლებში. ის იყო დიდი ჰერცოგის ფერდინანდ I-ისა (1549-1609) და მოგვიანებით, კოზიმო II მედიჩის ასტრონომი და კოსმოგრაფი.

სანტუჩი დიდი ყურადღებით იკვლევდა კომეტებს. თავის წიგნში “Trattato delle comete“, რომელიც 1611 წელს გამოსცა, ის ეწინააღმდეგებოდა იმ დროს არსებულ სამეცნიერო მოსაზრებას, რომ კომეტა არ იყო ატმოსფერული ფენომენი. მომდევნო წელს (1612) მან გამოსცა ახალი ნაშრომი “Breve discorso sopra il trattato galileiano sulle galleggianti“, რომლის ხელნაწერი დღესდღეობით ფლორენციის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება.

ცნობილია სანტუჩის არმილიარული სფეროები. ერთ-ერთი, რომელიც 1582 წელს დაამზადა ესპანეთის მეფე ფილიპ II-სთვის, ინახება ესკორიალში, მადრიდში. 1588-1593 წლებში შექმნილი არმილიარული სფერო, რომელიც განკუთვნილი იყო უფიცის გალერეის მათემატიკის დარბაზისთვის, დღესდღეობით გალილეოს მუზეუმში ინახება, ფლორენციაში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება