ანტიკური ეკონომიკური აზროვნება

ანტიკური ეკონომიკური აზროვნება (ბერძ. Αρχαία οικονομική σκέψη) — ტერმინი, რომელიც ეხება ადრეულ და შუა საუკუნეებში არსებულ იდეებს ეკონომიკის დარგში. ანტიკურ პეროიდში და ინდუსტრიულ რევოლუციამდე ეკონომიკა არ იყო ცალკე დისციპლინა არამედ, ფილოსოფიის ნაწილს წარმოადგენდა. ადრეული თეორიტიკოსების შეხედულებებში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რელიგიურმა დებულებებმა და მორალურმა და ეთიკურმა ნორმებმა.

მუშები ყანაში. რელიეფი გვიჩვენებს ძველი ეგვიპტის სამეურნეო მდგომარეობას
მუშები ყანაში. რელიეფი გვიჩვენებს ძველი ეგვიპტის სამეურნეო მდგომარეობას

ანტიკური ეკონომისტების საზრუნავი მოიცავდა: მარკეტინგს, საგადასახადო პოლიტიკასა და სხვა ფულად საკითხებს. იგი ასევე მოიცავდა ფულადი ინსტრუმენტების გამჭვირვალობასა და თავისუფლებას. აღნიშნულ საკითხებს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

ზოგადი პრინციპები რედაქტირება

ვინაიდან და რადგანაც ეკონომისტიკა XIX-საუკუნემდე ცალკე დისციპლინად არ განიხილებოდა, მისი ადრეული ჩანაწერები დიდად არ იყო გამიჯნული სხვა დისციპლინების იდეებისაგან განსაკუთრებით, სამართლიანობისა და ზნეობის საკითხებში. ამასთან მაშინდელი ეკონომისტების ანალიზები უფრო ფილოსოფიური და პოლიტიკური იყო ვიდრე, თავად ეკონომიკური.

ადრეული ეკონომიკური აზროვნება ზოგადად მტრულად იყო განწყობილი გამდიდრების მიმართ. ეს მიდგომა შეესაბამებოდა ეკონომიკას, რომელიც არსებითად დახურული და სტატიკური იყო, დაფუძნებული სოფლის მეურნეობასა და მონების მუშაობაზე. თუმცა, მან მნიშვნელოვნად შეაფერხა ეკონომიკური განვითარება ძველ საზოგადოებებში. ამასთან მაშინდელი ეკონომისტიკა მეტაფიზიკის დიდ გავლენას განიცდიდა რაც, თანამდეროვე ეკონომიკური აზროვნებისათვის მაგალითად, ნეოკლასიკური ეკონომიკისათვის მიუღებელია.

ახლო აღმოსავლეთი რედაქტირება

 
შუამდინარეთი

ეკონომიკური ორგანიზაციის არსებობა ახლო აღმოსავლეთის უძველეს ცივილიზაციებში, გამოწვეული იყო ნაყოფიერი ნახევარმთვარის ტერიტორიაზე მარცვლეული კულტურების არსებობით. ევფრატისა და ნილოსის ხეობები კოდიფიცირების უძველესი მაგალითია. ამასთან ჰეკანახტის პაპირუსებში მოხსენიებულია ეგვიპტელი მეურვეები და მიწის მესაკუთრეები, რაც მაშინდელ ეკონომიკურ მდგომარეობაზე გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მაშინდელი აგრაგული საზოგადოების მთავარი ინსტრუმენტი, მარცვლეულის ინვენტარის გასაზომად გამოყენებული სასწორები, რელიგიურ და ეთიკურ დატვირთვასაც ატარებდა.

ეკონომიკური ადმინისტრაციის დახვეწა-განვითარება გაგრძელდა ევფრატისა და ნილოსის ხეობებში, ბაბილონისა და ეგვიპტის იმპერიების დროსაც, როდესაც ახლო აღმოსავლეთში ფულადმა სისტემებმა იწყეს გავრცელება. ეკონომიკური სისტემები ასევე გავრცელდა ბერძნულ, ისლამურ და შუა საუკუნეების კულტურებზეც.

შუმერის ქალაქ-სახელმწიფოებმა განავითარეს ვაჭრობა და საბაზრო ეკონომიკა, რომელიც თავდაპირველად შეკელის სასაქონლო ფულზე იყო დაფუძნებული, რაც ქერის გარკვეული წონის საზომი იყო, ხოლო ბაბილონელებმა და მათმა მეზობლებმა მოგვიანებით განავითარეს ეკონომიკის ყველაზე ადრეული სისტემა სხვადასხვა მეტრიკის გამოყენებით. . შუმერის კანონის კოდექსები შეიძლება ჩაითვალოს პირველ (წერილობით) ეკონომიკურ ფორმულად, რომელსაც გააჩნდა მრავალი ატრიბუტი, რომელიც დღესაც გამოიყენება ფასების ამჟამინდელ სისტემაში. „არასწორი ქმედებებისთვის“, მემკვიდრეობის წესები, კანონები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიბეგროს ან გაიყოს კერძო საკუთრება და ა.შ.

ევროპა

 
ქსენოფონტი

ზოგიერთი კლასიკოსის განცხადებით, ევროპაში შესაბამისი ეკონომიკური აზროვნება განმანათლებლობამდე არ არსებობდა, რადგან მანამდე ეკონომისტიკა მეტაფიზიკასთან მჭიდრო კავშირში იმყოფებოდა.

ამისდა მიუხედავად ბევრი ბერძენი თუ რომაელი მოაზროვნე აწარმოებდა დაკვირვებებს მაშინდელ ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მაგალითად ჰესიოდე, რომელიც იყო ფერმერი, დაინტერესებული იყო ეფექტურობის კონცეფციით, რომელიც ეხება შემოსავლებსა და გასავლებს შორის თანაფარდობას. თავად ისეთ ადგილას ცხოვრობდა, რომელიც გამოუსადეგარი იყო აგროკულტურისათვის. აქედან გამომდინარე იგი მიხვდა, რომ საჭირო იყო მაშინდელი მძიმე მდგომარეობის გაუმჯობესება. ამისათვის ის მოითხოვდა მეტ თავისუფლებას მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით და გადასახადების კანონების შემცირებას. დღეს გასაგებია, რომ მას სურდა დავალიანებისა და სიღარიბის პრობლემის გადაჭრა.

ჰესიოდეს გარდა იყვნენ მრავალი სხვა მოაზროვნეებიც, რომელთა ნაწერებშიც ეკონომიკური განათლებულობა გამოსჭვივის, როგორებიც არიან ქსენოფონტი და არისტოტელე.

ჩინეთი

 
ცინ ში ჰუანდი

იდეალურ და ეფექტურ ეკონომიკურ მდგომარეობას დიდი ხის განმავლობაში ეძებდნენ ჩინეთში. აქ პირველი სერიოზული გარდაქმნები მოახდინა ცინ-ში-ჰუანდმა, რომელმაც გააერთიანა მებრძოლი სახელმწიფოები ერთი ბიუროკრატიული მმართველობის ქვეშ.

მისი მტკიცებით აგროკულტურაც და კომერციაც ძალიან მიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისათვის. მან მოახდინა ფულის სტანდარტიზება და ასევე შემოიღო სპილენძის ფული, რომელსაც შუაში ნახვრეტი ჰქონდა, ასეთი სტილის ფული ნაკლებს იწონიდა და მის დასამზადებლადაც ნაკლები მასალა იყო საჭირო.


რესურსები ინტერნეტში რედაქტირება