ანრი ყრუაშვილი (დ. 25 დეკემბერი, 1933, სოფ. ბუგეული, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი — გ. 8 იანვარი, 2022) — ქართველი არქიტექტორი.

ანრი ყრუაშვილი
დაბადების თარიღი 25 დეკემბერი, 1933
დაბადების ადგილი სოფ. ბუგეული, ამბროლაურის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 8 იანვარი, 2022 (88 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი
საქმიანობა არქიტექტორი

1958 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი.

სხვადასხვა დროს საპროექტო ინსტიტუტების „თბილქალაქპროექტის“, „თბილზნიეპის“, „საქქალაქმშენსახპროექტის“ არქიტექტორი, შემოქმედებით გაერთიანება „არქფონდის“ მთავარი არქიტექტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მასწავლებელი. 1990–1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება