ინგლისის ანჟუელი მეფეები

(გადამისამართდა გვერდიდან ანჟევინების დინასტია)

ინგლისის ანჟუელი მეფეები (/ˈænɪvɪnz/ ; „ანჟუდან“) — ფრანგული წარმოშობის მეფეები, რომლებიც მართავდნენ ინგლისს XII და ადრეულ XIII საუკუნეებში; მისი მონარქები იყვნენ ჰენრი II, რიჩარდ I და ჯონ უმიწაწყლო. 1144 წლიდან 10 წლის განმავლობაში საფრანგეთში ანჟუს ორმა გრაფმა, ჟოფრუა და მისმა ვაჟმა, მომავალმა ჰენრი II-ემ, მოიპოვეს კონტროლი დასავლეთ ევროპაში, საფრანგეთში, მიწების უზარმაზარ ჯგუფზე, რომელსაც აკონტროლებდნენ 80 წლის განმავლობაში და რეტროსპექტულად მოიხსენიებოდა, როგორც ანჟუელების იმპერია. როგორც პოლიტიკური ერთეული, ეს სტრუქტურულად განსხვავდებოდა წინამორბედ ნორმანთა და მემკვიდრე პლანტაგენეტთა სამფლობელოებისაგან. ჟოფრუა ნორმანდიის ჰერცოგი გახდა 1144 წელს და გარდაიცვალა 1151 წელს. 1152 წელს მისმა მემკვიდრემ, ჰენრიმ, დაამატა აკვიტანია ელეონორ აკვიტანელთან ქორწინების შედეგად. ჰენრიმ ასევე მემკვიდრეობით მიიღო დედის, მატილდას, მეფე ჰენრი I-ის ქალიშვილის პრეტენზია ინგლისის ტახტზე, რომელიც მან დაიკავა 1154 წელს მეფე სტეფანეს გარდაცვალების შემდეგ.[1]

ანჟუელები

1198 წელს მიღებული გერბი
ქვეყანა ინგლისი
ფუძე დინასტია პლანტაგენეტები
ტიტულები
  • ინგლისის მეფე
  • ირლანდიის ლორდი
  • აკვიტანიის ჰერცოგი
  • ბრეტონის ჰერცოგი
  • ნორმანდიის ჰერცოგი
  • ანჟუს გრაფი
  • გატინასის გრაფი
  • მეინი გრაფი
  • ტუირეინის გრაფი
  • მორტეინის გრაფი
დამაარსებელი ჟოფრუა პლანტაგენეტი
უკანასკნელი მმართველი ჯონ უმიწაწყლო
ამჟამინდელი მეთაური არ არსებობს
დაარსდა 1154
დაიშალა 1204
ეროვნება ფრანგი, ინგლისელი

ჰენრის შემდეგ მისი მესამე ვაჟი, რიჩარდ, რომლის რეპუტაციამ საბრძოლო ოსტატობის გამო მიიღო ეპითეტი „Cœur de Lion“ ან „ლომის გული“.[2] ის დაიბადა და გაიზარდა ინგლისში, მაგრამ ძალიან ცოტა დრო გაატარა იქ მისი ზრდასრული ცხოვრების განმავლობაში, შესაძლოა სულაც ექვსი თვე. ამის მიუხედავად, რიჩარდი რჩება მუდმივ საკულტო ფიგურად, როგორც ინგლისში, ასევე საფრანგეთში.[3]

როდესაც რიჩარდი დაიღუპა, გამეფდა მისი ძმა ჯონი, ჰენრი II-ის მეხუთე და უკანასკნელი ვაჟი, 1204 წელს ჯონმა საფრანგეთან ბრძოლაში დაკარგა ანჟუელების კონტინენტური სამფლობელოების დიდი ნაწილი. ის და მისი მემკვიდრეები კვლავ ითვლებოდნენ აკვატინიის ჰერცოგებად. ანჟუს დაკარგვამ გამოიწვია დინასტიის სახელის შეცვლა და ჰენრი III პირველ პლანტაგენეტ მეფედ ითვლება, ამ დინასტიის სახელი მომდინარეობს დისი დიდი ბაბუა ჟოფრუა პლანტაგენეტიდან. თუ ანჟუელების და მომდევნო ინგლისელ მეფეთა შორის დინასტიებს არ განვასხვავებთ, მაშინ ჰენრი II ითვლება პირველ პლანტაგენეტ მეფედ.[4][5][6][7][8] ჯონიდან დინასტია უწყვეტად, უფროსის ვაჟების ხაზით ვითარდებოდა რიჩარდ II-მდე, როდესაც დინასტია დაიყო ლანკასტერების და იორკების დინასტიებად.

ტერმინოლოგია რედაქტირება

ანჟევინი რედაქტირება

 
ჩრდილოეთ საფრანგეთი ანჟუს საგრაფოს გარშემო; წითელი წრეები აღნიშნავს რეგიონალურ ურბანულ ცენტრებს

ზედსართავი „ანჟევინი“ განსაკუთრებით გამოიყენება ინგლისურ ისტორიაში და ეხება მეფეებს, რომლებიც ასევე ითვლებოდნენ ანჟუს გრაფებად—დაწყებული ჰენრი II-იდან—ჟოფრუა და მატილდას ვაჟი; მათი მახასიათებლები, შთამომავლები და ისტორიის პერიოდი ფარავდნენ მეთორმეტე საუკუნის შუა ხანებიდან მეცამეტე საუკუნის დასაწყისამდე. გარდა ამისა, იგი ასევე გამოიყენება ანჟუსთან, ან აქედან გამომდინარე რომელიმე სუვერენულ მთავრობასთან დაკავშირებით. როგორც არსებითი სახელი, იგი გამოიყენება ანჟუს ან ანჟუელების იმპერიის მმართველის ნებისმიერი მკვიდრისთვის. როგორც ასეთი, ანჟევინი ასევე გამოიყენება ანჟუს სხვა გრაფებისა და ჰერცოგებისთვის; მათ შორის სამი მეფის წინაპრები, მათი ბიძაშვილები, რომლებსაც ეკავათ იერუსალიმის სამეფო და საფრანგეთის სამეფო ოჯახის სხვა შემდგომი წევრები, რომლებსაც მიენიჭათ ტიტულები სხვადასხვა დინასტიების შესაქმნელად, მათ შორის იყო ანჟუს კაპეტური დინასტია და ანჟუს ვალუას დინასტია.[9]

ანჟუს იმპერია რედაქტირება

1887 წელს ტერმინი „ანჟუს იმპერია“ შემოიღო კეიტ ნორგიტმა. რამდენადაც ცნობილია, არ არსებობდა თანამედროვე სახელი ტერიტორიების ამ ერთობლიობისთვის, რომლებსაც მოიხსენიებდნენ — თუ საერთოდ — მოუხერხებელი გარემოებებით, როგორიცაა: „ჩვენი სამეფო და ყველაფერი, რაც ჩვენს მმართველობას ექვემდებარება, როგორიც არ უნდა იყოს ეს ან მთელი სამეფო. რომელიც მამამისს ეკუთვნოდა“. მაშინ, როცა ამ ტერმინის ანჟური ნაწილი უდავო აღმოჩნდა, იმპერიის ნაწილი საკამათო გახდა. 1986 წელს ისტორიულ სპეციალისტთა კონვენციამ დაასკვნა, რომ არ არსებობდა ანჟუელების სახელმწიფო და არც იმპერია, მაგრამ ტერმინი „პლანტაგენეტთა სივრცე“ მისაღები იყო.[10]

პლანტაგენეტი რედაქტირება

 
ჰენრი II (1154–1189) მიიჩნევა ინგლისის პირველ პლანტაგენეტ მეფედ.

რიჩარდ იორკელმა იორკის მესამე ჰერცოგმა XV საუკუნეში მიიღო პლანტაგენეტი თავის გვარად. Plantegenest (ან Plante Genest) იყო XII საუკუნის მისი წინაპარი ჟოფრუა, ანჟუს გრაფის და ნორმანდიის ჰერცოგის მეტსახელი. მრავალი პოპულარული თეორიიდან ერთ-ერთი გვთავაზობს მეტსახელის წყაროდ კაშკაშა ყვითელი („ოქროს“) აყვავებული მცენარის სახელს. {genista შუა საუკუნეების ლათინურ ენაზე.)[11]

გაურკვეველია, რატომ აირჩია რიჩარდმა ეს კონკრეტული სახელი, თუმცა ვარდების ომების დროს იგი ხაზს უსვამდა საკუთარ თავს, როგორც ჟოფრუა საგვარეულო შთამომავალს. სახელის რეტროსპექტული გამოყენება ჟოფრუა მამრობითი ხაზის ყველა შთამომავლისთვის პოპულარული იყო ტუდორების შემდგომ დინასტიის დროს, შესაძლოა წახალისებული იყო შემდგომი ლეგიტიმურობით, რაც მან მისცა რიჩარდის შვილიშვილს, ჰენრი VIII-ს. მე-17 საუკუნის ბოლოს ეს სახელი გავრცელებული გახდა ისტორიკოსებს შორის.[12]

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Gillingham 2001
  2. Turner & Heiser 2000
  3. Harvey 1948.
  4. Blockmans და Hoppenbrouwers 2014, p. 173
  5. Aurell 2003
  6. Gillingham 2007a, p. 15–23
  7. Power 2007, p. 85–86
  8. Warren 1991, p. 228–229
  9. Angevin (მე-3 რედ.), Oxford University Press, სექტემბერი 2005, https://oed.com/search?searchType=dictionary&q=Angevin (გამოწერას ან გაერთიანებული სამეფოს საჯარო ბიბლიოთეკის წევრობას საჭიროებს.)
  10. Gillingham 2001
  11. Plant 2007
  12. Keefe 2008