ანიკეტის აჯანყება — ახ. წ. 69 წელს გამართული ანტირომაული აჯანყება პონტოში. აჯანყებასთან დაკავშირებით ცნობები დაცულია ტაციტუსის „ისტორიაში“.

მსვლელობარედაქტირება

აჯანყებას სათავეში ედგა ანიკეტი, სამეფო ფლოტის ყოფილი მეთაური. მან ისარგებლა იმპერიის შინაგანი რთული მდგომარეობით და თავის მხარეზე გადაიბირა პონტოსთან მცხოვრები ტომები. მოულოდნელად შეიჭრა ტრაპეზუნდში, გაანადგურა რომაელები, აიღო ქალაქი და დაწვა სანაპიროზე მდგომი ხომალდები. აღმოსავლეთ რომის იმპერიის მმართველმა ვესპასიანემ სამხედრო რაზმები გააგზავნა აჯანყების ჩასახშობად. ისინი თავს დაესხნენ ანიკეტის გაფანტულ მეომრებს. რომაელთა რაზმების უფროსი მდ. ხობის შესართავთან დაეწია ანიკეტს, რომელიც შეფარებული იყო სედოხეზების მეფესთან. რომაელებმა მოისყიდეს მათი მმართველი და მათ ანიკეტი თავის მომხრეებთან ერთად რომაელებს ჩააბარეს. აჯანყების მეთაური სიკვდილით დასაჯეს 69 წელს.

შედეგებირედაქტირება

ანიკეტის აჯანყებამ რომს აჩვენა, რომ შეუძლებელი იყო დაემორჩილებინა სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის მოსახლეობა, რომისთვის ცხადი გახდა, რომ კოლხეთში საჭირო იყო სამოკავშირეო ურთირერთობათა დამყარება. ამის შემდგომ რომის იმპერია დაპყრობილ ტერიტორიებზე დათმობებზე წავიდა. რამაც ხელი შეუწყო II-III საუკუნეებში ნახევრად დამოუკიდებელი ლაზების, აფშილბის, აბაზგების და სანიგების სამთავროების შექმნას.

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

  • საქართველოს ისტორია (უძველესი დროიდან XX საუკუნემდე), ტ. I, თბ., 2012, გვ. 202-203