ანეკდოტები ეთნო-ნაციონალურ ჯგუფებზე საქართველოში

ანეკდოტები ეთნო-ნაციონალურ ჯგუფებზე საქართველოში

ანეკდოტებში ეთნო-ნაციონალურ თემაზე იუმორისტულად წარმოდგენილია ამა თუ იმ ნაციონალური, ეთნიკური თუ ეთნოგრაფიული ჯგუფის სტერეოტიპული თვისებები. ეს სტერეოტიპული თვისებები ხშირად კარიკატურულად შეცვლილია.

ანეკდოტები გურულებზე რედაქტირება

გურულებზე ანეკდოტების მთავარ მოქმედ პირს, როგორც წესი, კრებითი გურული წარმოადგენს.

კახელი ჩავა გურიაში. გურული დატრიალდება, გაშლის სუფრას და ერთი ჭიქა ღვინის მერე კახელს ეკითხება:
— ა? რაფერია? ხომაა კამფეტივით? — კახელი არაფერს ამბობს.
დალევენ მეორე ჭიქას და კიდევ ეკითხება:
— რაფერია? ხომაა კამფეტივით? — კახელი მოჭყანული სახით გახედავს და ამოილუღლუღებს:
— ჩათლახი ვიყო შენ თუ კამფეტი გასინჯული გქონდეს![1]

٭ ٭ ٭

გურული გასაუბრებაზეა:
— თქვენი საქმიანობის სფერო?
— აფერისტი!
— როგორ თუ აფერისტი?! რას აკეთებთ ასეთს?
— აფერს![2]

ანეკდოტები იმერლებზე რედაქტირება

იმერლებზე ანეკდოტების მთავარი მოქმედი პირებია ჭიჭიკია და ბიჭიკია. ანეკდოტებში ისინი გვხვდებიან ცალ-ცალკე ან ერთად.

ჭიჭიკია და ბიჭიკია იმ დროს იხსენებენ, როცა „ნაკითხი“ ადამიანი „მოდაში“ იყო

ჭიჭიკია და ბიჭიკია სკოლის მოსწავლეები არიან. ერთხელ მასწავლებელმა საშინაო დავალებად მისცა თხზულება: „როგორ გავატარე ზაფხული“. ჭიჭიკია ეკითხება ბიჭიკიას:
— რა დავწეროთ სიმონ? მთელი ზაფხული პლანს ვეწეოდით.
ბიჭიკიამ მოიფიქრა:
— მოდი „ვეწეოდი“-ს მაგივრად დავწეროთ „ვკითხულობდი“. ბიჭიკია ასეც მოიქცა და გამოუვიდათ შემდეგი თხზულება:
„დილით გავიღვიძე, წავიკითხე. ავდექი, პირი დავიბანე, წავიკითხე, ვისაუზმე. მერე შუადღემდე ვკითხულობდი. ვისადილე, მერე ძილი მომერია. ძილის წინაც წავიკითხე. დავიძინე. რომ გავიღვიძე ისევ წავიკითხე. ამ დროს ჭიჭიკიაც მოვიდა. ეტყობოდა მაგააარი ნაკითხი იყო. გავედით აივანზე, ვდგავართ, ერთად ვკითხულობთ. დაბლიდან მეზობელი გვეძახის:
— წასაკითხი არაფერი გაქვთ?
იმასაც ეტყობოდა მაგარი ნაკითხი იყო, თან ერთი წიგნი ყურში ჰქონდა გარჭობილი.“[3]

ანეკდოტები კახელებზე რედაქტირება

კახელებზე ანეკდოტების მთავარი გმირები არიან:

  • მიხო — ეპიტომური კახელი კაცი. მიხოს ანალოგია შაქრო. ანეკდოტებში ეს ორი ხანდახან ერთადაც ჩნდებიან.
  • მარო — კახელი ქალი. ხშირად მიხოს ცოლი.
  • მიხოს შვილი — მიხოს შვილი. ხშირად ოდნავ გონებრივად შეზღუდული ბავშვი.
  • ვირი — როგორც წესი, შინაური ვირი. ხშირად სექსის ობიექტი. ანეკდოტებში გვხვდება ასევე თეთრი ვირი, რომელიც სავარაუდოდ სექსუალურად უფრო სასურველია. ხანდახან, სავარაუდოდ სექსუალური მიმზიდველობის კიდევ უფრო გასაზრდელად — თეთრ ვირს კუდზე უკეთია წითელი ბანტი.

ანეკდოტები მეგრელებზე რედაქტირება

მეგრელებზე ანეკდოტების ერთ-ერთი გმირია ძუკუ.

ძუკუ და კასპაროვი [4]

მორიგი სენსაცია! ძუკუმ კასპაროვს ჭადრაკში 4:0 მოუგო. დაესივნენ ჟურნალისტები და ეკითხებიან:
— ბატონო ძუკუ, როგორ მოახერხეთ კასპაროვის ამ ანგარიშით დამარცხებაო?
— მე, ჩქიმი ჯიმა, ცოცხალ ცხენებს ვიპარავდი და მაგის ხის ცხენებს ვერ მოვიპარავდი?!

ანეკდოტები რაჭველებზე რედაქტირება

რაჭველებზე ანეკდოტების ერთ-ერთი გმირია რაჟიკო.

პატარა რაჭველს რუსული ენის მასწავლებელი ეკითხება:
— აბა, რაჟიკო, როგორ იქნება ქართულად „ნაუკა“?
— ნაუკა არის პატარა ნავი! — გამარჯვებული სახით უპასუხა რაჟიკომ.[5]

ანეკდოტები სვანებზე რედაქტირება

იუმორი სვანებზე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია. მთავარი მოქმედი პირი მოიხსენიება როგორც, სვანი (მრავლობითში სვანები), და წარმოდგენილია როგორც სულელი, ფეთქებადი ან არაადეკვატური პიროვნება.

ანეკდოტები ოსებზე რედაქტირება

ანეკდოტები სომხებზე რედაქტირება

ანეკდოტები შერეული ეთნო-ნაციონალური წარმომადგენლობით რედაქტირება

გავრცელებულია ანეკდოტები, რომლებშიც ერთდროულად ჩნდებიან სხვადასხვა ეთნო-ნაციონალური ჯგუფების წარმომადგენლები. ასეთ ანეკდოტებში გამასხარავებულია სტერეოტიპული კულტურული განსხვავებები.

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება


  ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.